logo_geo
სასწაული, რომელიც გოგნის სალოცავს უკავშირდება
- +

12 ივნისი. 2019. 22:11

 

ეს სასწაულმოქმედი სალოცავი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგნში მდებარეობს. ის წმინდა გიორგის სახელობისაა. მას კარი არ აქვს, რ ად გან, გადმოცემის თანახმად, რამდენჯერაც კარი დაკიდეს, ყოველჯერზე წმინდა გიორგი ისახებოდა და კარი უმალ ვარდებოდა. სწორედ ამიტომ მას “კარუგდებელი” უწოდეს. 23 ნომებერს და 6 მაისს მრევლის ნაკადი არ წყდება. უმეტესობა ფეხშიშველი მიუყვება ხრიოკიან ძნელად სავალ გზას (ცენტრალური ტრასიდან დაახლოებით 3-4 კილომეტრია). გზა ამჟამად მოასფალტებულია. საოცარი სანახავია, როცა ძალიან ცივა, სუსხია და აი, ამ დროს ფეხშიშველი მომლოცველები ცხვრებითა და მამლებით ხელში მიუყვებიან რთულ, თუმცა სანუკვარი ოცნებების ახდენის გზას.

 

გადმოცემის მიხედვით, სალოცავს წრე სამჯერ უნდა დაარტყა, ამის შემდეგ კი ის სურვილი შეგისრულდება, რომელსაც ღმერთს შესთხოვ.

 

შეგახსენებთ, რომ გიორგობას გოგნში ტრადიციულად მე-8 საუკუნიდან აღნიშნავენ. სამლოცველოს და წმინდა გიორგის ხატს უამრავი სასწაული უკავშირდება. გადმოცემის მიხედვით, წმინდა გიორგის სახელობის მთაზე არსებული სამლოცველოს კარი არ იკეტებოდა, ამიტომ მას ხალხმა გოგნის კარუგდებელი უწოდა. მე-8 საუკუნეში აშენებული სამლოცველო კომუნისტებმა 1925 წელს დაანგრიეს. მისი აღდგენა 1990 წელს მოხერხდა.

 

დღეს ამ პატარა სალოცავის მახლობლად პატრიარქის კურთხევით შენდება დიდი ტაძარი, რაც საშუალებას მისცემს მრევლს ამ მადლიან მიწაზე წირვა-ლოცვასაც დაესწროს.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი