რამდენიმე დღის წინ აშშ-ში, კერძოდ, ფილადელფიაში ქართველი ბიჭი, ილიკო ჯიქია გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მისი დაღუპვის მიზეზად ანევრიზმაა.
ირკვევა, რომ ის 25 წლის იყო და აშშ-ში გამგზავრებამდე რუსთავში ცხოვრობდა. სამი წლის წინ დაოჯახდა და მეუღლესთან ერთად იქ აპირებდა საცხოვრებლად გადასვლას. მანამდე კი მშობლების მოსანახულებლად იყო ჩასული.
ილიკო ჯიქიას ფილადელფიაში დაკრძალავენ.