logo_geo
წაიკითხეთ და დაიმახსოვრეთ! - რომელია 6 ყველაზე საშიში დღე ივნისში და როგორ ავირიდოთ უსიამოვნებები
- +

13 ივნისი. 2019. 21:42

 

 

წაიკითხეთ და დაიმახსოვრეთ, ივნისის რომელ დღეებში გვმართებს თავის და ემოციების მოთოკვა და ნეგატივთან ღირსეულად გამკლავება?

14 ივნისი

მზარდი მთვარე მორიელშია. ამ დღეს ადამიანები განსაკუთრებულად ეგოისტები და საკუთარ თავზე შეყვარებულები არიან. მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე ფიქრობენ და სხვების ინტერესებს უგულებელყოფენ. დაპირება დაირღვევა, ვალდებულება არ შესრულდება, დღეს გაიგებთ, ვინაა თქვენი მეგობარი და ვინ - მტერი. ეცადეთ, მინიმუმამდე შეამციროთ დაპირებები და მაქსიმალურად მოერიდოთ კონფლიქტებს. არავისზე გაბრაზდეთ, უსიამოვნო ემოციები თქვენვე დაგაზარალებთ, დეპრესიასა და უიმედობას მოგმატებთ. ფიზიკური აქტიურობისას მოიმატებს ტრავმების ალბათობა.

 

16 ივნისი

მერკური სატურნის ოპოზიცია. მოიმატებს გაურკვევლობა და დაძაბულობა მგზავრობისას, დოკუმენტების გაფორმებისას. შეიძლება გადაიდოს მნიშვნელოვანი შეხვედრა. მოიმატებს ავარიებისა და ტრავმულობის ალბათობა.

19 ივნისი

მერკურისა და მარსის ოპოზიცია მთვარესა და პლუტონთან. უსიამოვნებებისა და ჩხუბის დღეა. მოერიდეთ ვინმესთან კამათს, მნიშვნელოვანი

საქმეების დაწყებას, ხალხის მასებთან ურთიერთობას.

 

21 ივნისი

რეტროგრადული (უკანმავალი) ნეპტუნის პირველი დღე. კლებადი მთვარე სასწორშია. დღეს მაქსიმალური სიფრთხილე გემართებთ. როგორც დღეს მოიქცევით, ისე წარიმართება თქვენი ცხოვრება. ყველაფერს მსუბუქად მიუდექით. თუ იღბალი შანსს გამოიმეტებს თქვენთვის, არ გაუშვათ ხელიდან. დღეს არის დიდი ალბათობა, რომ ჩანაფიქრი აგისრულდებათ.

 

24 ივნისი

ვენერას, იუპიტერის, მთვარისა და ნეპტუნის ტაუ-კვადრატი.

გლობალური კატასტროფა არ გველის, მაგრამ სიფრთხილე მაინც საჭიროა, რადგან შეიძლება ილუზიების, ფინანსური საკითხების, სიყვარულის გამო დაზარალდეთ. ნუ დააბანდებთ ფულს. არ ენდოთ ვინმეს დაპირებას, თუ გამდიდრებსა და წარმატებას გპირდებათ.

 

27 ივნისი

კლებადი მთვარე ვერძშია. აგრესიული და კონფლიქტური დღეა. გარშემო მყოფები იმპულსურად და ნეგატიურად არიან განწყობილები. გარემოს ამძიმებს მარსი მთვარის კვადრატიც. შეიძლება ნომალური ურთიერთობაც კი უხეშობითა და შეურაცხყოფებით დასრულდეს. ამ დღეს არ დაგეგმოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები, მოლაპარაკებები. მათ შეიძლება მოულოდნელი დასასრული ჰქონდეთ.

 

 

წყარო: astrologi.ambebi.ge

 

 

big_banner
არქივი