logo_geo
სად იმყოფებიან სამტრედიის ქუჩის იმ ბინის მობინადრეები, რომელშიც ქალის ცხედარი აღმოაჩინეს
- +

14 ივნისი. 2019. 00:23

 

 

თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე მომხდარ უცნაურ ამბავზე, სადაც ერთ-ერთ ბინაში მოხუცი ქალის ცხედარი იპოვეს, „პრაიმტაიმისთვის“ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

 

გარდაცვლილი ქალის და, რომელიც კომატოზოიდურ მდგომარეობაში იყო, ამ დრომდე გერმანულ ჰოსპიტალში იმყოფება და ჯერჯერობით, გონზე არ მოსულა. სწორედ მისი შვილია ის ახალგაზრდა ქალი, რომელიც მაშველებს კარს არ უღებდა, როცა ისინი მეზობლებმა ბინიდან გამოსული უცნაური სუნის გამო გამოიძახეს.

 

„პრაიმტაიმმა“ შეიტყო, რომ ახალგაზრდა ქალი ფსიქიატრიულ კლინიკაშია მოთავსებული.

 

რაც შეეხება მეოთხე ქალს, რომელიც მაშველებმა ბინაში შესვლისას ვერ აღმოაჩინეს და მოგვიანებით დამალული იპოვნეს, ის ოჯახის ახლობელია და ამჟამად მე-5 კლინიკურ საავადმყოფოში, ფსიქიატრიულ დეპარტამენტშია მოთავსებული.

 

შემთხვევა 8 ივნისს სამტრედიის ქუჩაზე მოხდა. მეზობლები აცხადებენ, რომ ბინის მობინადრეები კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდნენ.

 

ამ დროისთვის ჯერ კიდევ დადუდგენელია, რა გახდა ქალის გარდაცვალების მიზეზი, რომლის ცხედარსაც ოჯახის წევრები დაახლოებით 2 კვირა მალავდნენ. გამოძიება სავარაუდო მოწმის კომიდან გამოსვლას და ექსპერტიზის დასკვნას ელოდება.

 

გავრცელებული ინფორმაციით, მოხუც ქალს სიმსივნე ჰქონდა და სავარაუდოდ ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.

 

ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი