logo_geo
ცხოვრება მიწის ქვეშ - ვინ არის ხალხი, რომელიც 100 წელზე მეტია მიწაში ცხოვრობს?
- +

17 ივნისი. 2019. 00:46

 

გასულ საუკუნეში მკვლევარები, ან უფრო ზუსტად, ჩვეულებრივი ოქროს და ძვირფას ქვებზე მონადირეები ავსტრალიაში გაემგზავრნენ, რათა, მოეპოვებინათ ძვირფასი მასალები და შემდგომ ძვირად გაეყიდათ. თავდაპირველად, მათ ეს ვერ შეძლეს. გარდა ამისა, ავსტრალიის მიწები ისეთი მარტივი არ არის, როგორც ჩანს. დღე-ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა 50 გრადუსამდეა.

 

ანომალიური სიცხის პირობებში ადამიანების ჯგუფმა ვერაფერი ვერ იპოვა. ჩატარდა გათხრები, რაც დიდი ხნის განმავლობაში არ იწვევდა შედეგს. იმ მომენტში, როდესაც ექსპედიცია გეგმავდა მიწის დატოვებას, ერთერთმა ბიჭმა, რომელიც ექსპედიციაში იყო, ძვირფასი ოპალის ქვა იპოვა. მან ეს ქვა გადასცა მამას და შემდეგ წაიყვანა იგი აღმოჩენის ადგილას.

 

 

 

 

სიტუაცია ასი წლის წინ განვითარდა. გასული საუკუნის დასაწყისში, ოქროს ძიებასთან დაკავშირებული ცხელების დროს, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ბევრ ადამიანს შეეხო. ექსპედიციამ, რომელთა გათხრის შედეგები წარმატებული იყო, დაიწყო უფრო ღრმა გათხრების სამუშაოების ჩატარება.

 

თანდათანობით, მიწის ქვეშ გაშენდა ქალაქი, რომელსაც კუპერ- პედი ეწოდა. ისინი მიზნად ისახავდნენ ოპალის მაქსიმალური რაოდენობით მოპოვებას.

 

კიდევ ერთი სამოტივაციო ასპექტი მიწისქვეშ ქალაქის აშენების, იყო ძლიერი სიცხე. მიწისქვეშ უფრო გრილოდა და კომფორტული იყო, თან ადგილობრივებს უკვე ჰქონდათ მიწისქვეშა მშენებლობების კარგი გამოცდილება.

 

 

 

 

 

 



გასული საუკუნის ბოლოს, მიწისქვეშა შახტების შესასვლელების რაოდენობამ 250 ათასზე მეტი შეადგინა, რაც კოლოსალურ რაოდენობას შეადგენს. ეს არის განვითარებული მიწისქვეშა ქსელი, რომელიც ადამიანის მიერ მთლიანად გამოიყენება.

 

 

 

 



 


თანდათანობით, გადაწყდა, მაცხოვრებლებს შორის მიწისქვეშა ტერიტორიის გაყოფა, რათა, ერთმანეთისგან ცალკე გამოეყენებინა ეს ადგილი, როგორც საცხოვრებლად, ასევე, ძვირფასი ბუნებრივი ქვების მოპოვებისთვის.

 

კუპერ-პედი არის ნამდვილი ქალაქი, ოფიციალურად აღიარებული, რომელიც დედამიწის ზედაპირის ქვეშაა. არსებობს საჯარო ტერიტორიები, რომლებიც ეკუთვნის ყველა მაცხოვრებელს, ასევე პირადი სივრცეები. მიწის ქვეშ ბინები ისეთივე მყუდროა, როგორც ჩვეულებრივი სახლები. კუპერ-პედის მაცხოვრებლები იყენებენ გაჯეტებს, ტელევიზორებს, თანამედროვე მასალებს ინტერიერისთვის, ბუხრებს. რა თქმა უნდა, ელექტროენერგია არის შიგნით შეყვანილი.

 

იმის გამო, რომ ტურისტებისთვის ქალაქი უჩვეულოა, აქ ტურისტების ნაკადი გაიზარდა. ახლა, მიწისქვეშა ქალაქის სტუმრებს, არა მარტო, ფეხით შეუძლიათ სეირნობა ქუჩებში (გვირაბებში), არამედ, შეუძლიათ სასტუმროებში განთავსება, სადაც არის საკონფერენციო დარბაზები, სასადილო ოთახები, რესტორნები და სპა ოთახებიც კი.

 

 

 

 

 

 

 

მიწისქვეშა ქალაქში, არსებობს რამდენიმე ეკლესია. ისინი დიდ ყურადღებას უთმობენ კულტურას. სპეციფიკური ლიფტების საშუალებით ადიან მიწის ზედაპირზე გოლფის სათამაშოდ, აქვთ ღია ცის ქვეშ კინოთეატრები. ასევე, არსებობს პარკირება მანქანების გაჩერების.

 

ოპალის ფესტივალი არის საინტერესო ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც ტურისტებს იზიდავს სხვადასხვა ქალაქებიდან და კონტინენტიდან. ასევე, საინტერესოა, რომ მათ ჩამოაყალიბეს სრულფასოვანი საფეხბურთო გუნდი ქალაქში, რომელიც ადგილობრივ მატჩებში კარგად თამაშობს.

 

შესაძლოა, უახლოეს მომავალში გამოჩნდეს სხვა მიწისქვეშა ქალაქები, რომლებიც კომფორტული, საინტერესო და მიმზიდველი იქნება ხალხისთვის.

 

რა განსხვავებაა მიწისქვეშა ქალაქსა და ჩვეულებრივს შორის? ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ იქ არ არსებობს ქარი, მზე, ნალექი ან ტემპერატურის ცვლილებები.მიწისქვეშ არ არის მზე, ვარსკვლავები, არ არის ლამაზი ღრუბლები, ცისარტყელა. არ არის არაფერი, რითაც შეიძლება აღფრთოვანდეთ, შეიძლება, რომ საღამო მარტივად აგერიოთ ღამეში, თუმცა, გვირაბებში ფანრებს თავის დროზე რთავენ.

 

 

 

big_banner
არქივი