logo_geo
თემო რცხილაძე: ცუდია, როცა წინასწარ ვიცი ჩემი საყვარელი ადამიანის გარდაცვალება და მას ვერაფერს ვშველი…
- +

17 ივნისი. 2019. 16:08

 

 

„ცხოვრებაში არაფრის მეშინია“,- ამის შესახებ მომღერალი თემო რცხილაძე ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„რთული პერიოდი ბევრჯერ იდგა ჩემს ცხოვრებაში. მაგალითად, ასეთი იყო ჯანმრთელი მამის გარდაცვალება. ეს დიდი დარტყმა იყო და რთულად გადავიტანე. ასევე, უცბად, ერთ წამში გამომეცალა ხელიდან ჩემი ბავშვობის მეგობარი. ამის შემდგე ბევრი რთულად გადასატანი პერიოდი დაემთხვა ერთმანეთს, თუმცა, ჩემმა მეგობრებმა ფსიქოლოგიური დახმარება გამიწიეს და მიმახვედრეს, რომ ბევრად უფრო საცოდავები ჩვენ ვართ, ამ სამყაროში დარჩენილები. ადამიანების გარდაცვალებასთან დაკავშირებით წინათგრძნობები მაქვს და ეს უკვე ნერვებს მიშლის. ცუდია, როცა წინასწარ ვიცი ჩემი საყვარელი ადამიანის გარდაცვალება და მას ვერაფერს ვშველი.

 

ცხოვრებაში არაფრის მეშინია, მათ შორის, არც დაბერების. თუ სიმღერას ვერ შევძლებ, საქსოფონზე, გიტარაზე ან კლავიშზე დავუკრავ. მადლობა ღმერთს, ამის ნიჭი მაქვს და პენსიაზე რომ არ ვიყო დამოკიდებული, დამატებით ორ კაპიკს ვიშოვი“,- აღნიშნავს თემო რცხილაძე.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი