logo_geo
თამარ სხირტლაძე: ქალი თუ კაცს შეუჩნდა, ჭკუას დააკარგვინებს
- +

17 ივნისი. 2019. 17:09

 

 

რა არის სიყვარული თამარ სხირტლაძისათვის და რომელია მისი ცხოვრების ყველაზე დიდი ტკივილი - ამის შესახებ მსახიობი ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„სიყვარული პირველ რიგში არის კეთილშობილება. კეთილშობილი ხარ, როდესაც შეგიძლია ადამიანი გიყვარდეს. გაჭირვების ხანაში, როდესაც თეატრში დავდიოდი, რამდენჯერ ბორდიურზე ჩამოვმჯდარვარ და მიტირია შიმშილისგან, სიცივისგან. ჩემი ქმარი სულ თან დამყვებოდა, მეფერებოდა. მეუბნებოდა - აი, სულ ცოტა დარჩა; აი, მივიდეთ იქამდე და მერე დაისვენეო. მეტყოდა: გინდა ზურგზე მოგიკიდებო? თუმცა ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ქალი კაცზე ძლიერია. ქალი თუ კაცს შეუჩნდა, ჭკუას დააკარგვინებს. ჩემს შვილს თავისი ცოლის დაქალი რომ შეუჩნდა, არაფერმა გაჭრა, არც ჩხუბმა, არც დიპლომატიურმა საუბარმა. მერე ცოლს დაშორდა.

ერთადერთი შვილი დავკარგე, მაგრამ მეუღლის გარდაცვალება კიდევ უფრო რთული აღმოჩნდა ჩემთვის. 70 წელი ერთად ვიცხოვრეთ. ბოლოს ბევრი რამ აწუხებდა, მაგრამ მაინც სულ ჩემზე ზრუნავდა. სულ მეკითხებოდა, რეპეტიციაზე ხომ არ გაგვიანდებაო... პატარა ბავშვს რომ შეეჩვევი, მის გარეშე 1 წუთიც ვეღარ ძლებ და მერე მოგწყვეტენ, ზუსტად ასეთი რამ დამემართა... სახლში ვეღარ ვძლებ და ხშირად გარეთ გამოვდივარ, ბაღში ვზივარ. აღარ შემიძლია, ვუყურო იმ ადგილს, სადაც ის იჯდა“,- აღნიშნავს თამარ სხირტლაძე.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი