logo_geo
ზურა ხაჩიძე: ჩემთვის 1 500 ლარი ხელფასი არაფერს ნიშნავს
- +

17 ივნისი. 2019. 18:05

 

 

„ამხელა თანამდებობაზე ფულის საკეთებლად არ მოვსულვარ. მოვედი იმისთვის, რომ გამოვადგე ჩემს რეგიონს. ჩემთვის 1 500 ლარი ხელფასი არაფერს ნიშნავს, მე ერთ კონცერტში ვიღებდი ამხელა თანხას და მეტსაც“, - განაცხადა მომღერალმა ზურა ხაჩიძემ, რომელიც რამდენიმე დღის წინ სამცხე-ჯავახეთში სამხარეო რწმუნებულის მესამე მოადგილედ დაინიშნა.

 

მომღერალი პოლიტიკოსთა მხარდასაჭერ არაერთ კონცერტში მონაწილეობდა. იგი ამბობს, რომ მისი პირველი ნაბიჯი პოლიტიკაში სცენიდან დაიწყო.

 

ხაჩიძე კულტურის სფეროს უხელმძღვანელებს, იმ ღონისძიებებს, რომლებიც სამცხე-ჯავახეთში ჩატარდება.

 

„სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მესამე მოადგილე ვარ, კულტურის სფეროს უნდა ვუხელმძღვანელო, იმ ღონისძიებებს, რომლებიც რეგიონში ჩატარდება, ტურისტულ ინფრასტრუქტურას მივაქცევ ყურადღებას და ა.შ. ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილებაა 25 წელი სცენაზე დგომა“, - განაცხადა ზურა ხაჩიძემ.

 

გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ხაჩიძე ამბობს, რომ პოლიტიკური ნიშნით არ შეარჩევს არც მომღერალს და არც პროექტს, რომლებიც რეგიონში განხორციელდება.

 

„ჩვენ არ უნდა დავემსგავსოთ წინა ხელისუფლებას, რომელიც პოლიტიკური შეხედულების მიხედვით არჩევდა მომღერალს, მსახიობს, წამყვანს და ა.შ. ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველა იმ პროფესიონალთან, რომელიც საქმის გამკეთებელია. პოლიტიკური ნიშნით არ შევარჩევ არც მომღერალს და არც პროექტებს, რომლებიც რეგიონში განხორციელდება“ - განაცხადა მომღერალმა და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე ზურა ხაჩიძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი