logo_geo
არჩილ თალაკვაძე: ჩვენ თავს აღარ ვიმართლებთ, ეს დრო დასრულდა!
- +

12 თებერვალი. 2017. 23:20




„ჩვენ თავს აღარ ვიმართლებთ, ეს დრო დასრულდა. ჩვენ ვსაუბრობთ აწმყოსა და მომავალზე. სრულ პასუხისმგებლობას ვიღებთ ამ ქვეყნის განვითარებაზე. დღეს ჩვენ თავს კი არ ვიმართლებთ ვსვამთ შეკითხვებს და ოპონენტები ვალდებულები არიან ამ შეკითხვებს გასცენ პასუხები, როგორც პროკურატურაში ასევე საზოგადოების წინაშე",- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ გადაცემა „იმედის დროში"ჩართვისას განაცხადა. როგორც თალაკვაძე აღნიშნავს, ხელისუფლებას და საზოგადოებას „ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან აქვთ შეკითვები, რომლებზეც პასუხები აუცილებლად უნდა გაიცეს.


„ეს შეკითხვები კი არის შემდეგი -  პირველი, როდესაც ვსაუბრობთ „რუსთავი 2"-თან დაკავშირებულ საქმეზე, რომელიც სადაო მხოლოდ იმიტომ არის, რომ მათი ხელისუფლების დროს რამდენიმეჯერ წაართვეს და გადასცეს კანონდარღვევით ერთი მფლობელიდან მეორეს. დღეს კი, სწორედ ის მფლობელები დაობენ ერთმანეთში, ამიტომ ეს შეკითხვები ჩვენ გვაქვს მათთან.

 

მაინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლომ ბატონი პაპუალშვილის ხელმძღვანელობით სცადა გარკვეული პერიოდის წინ გაეუქმებინა კანონმდებლობიდან ის მუხლი, რომელიც ზუსტად „რუსთავი 2"-ის საქმესთან იყო შემხებლობაში და სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღებისთვის იყო საჭირო. ასევე საკონსტიტუციო სასამართლომ მაშინ სცადა გაეუქმებინა მუხლი, რომელიც ბატონ უგულავას პატიმრობას ეხებოდა. ასევე გააუქმა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მუხლები. დღეს უკვე ამ ყველაფრის შემდეგ ვიგებთ ახალ ამბებს სასამართლოს სხვა შტოებზე -  საქალაქო სასამართლოზე, სადაც ბატონი გვარამია მოლაპარაკებებს აწარმოებდა ახვლედიანთან. რა მოლაპარაკებებს აწარმოებდა გაეცეს პასუხები ამ ყველაფერს. როგორც გვარამია ამბობს მან ჩაიწერა ახვლედიანთან საუბარი, რაზე ესაუბრა გაგვცეს პასუხები! ამ ყველაფრის შემდეგ გამოვლინდა კიდევ ერთი ამბავი, რომ შესაძლოა ყოფლი ხელისუფლების წარმომადგენლები კიდევ აწარმოებდნენ ზეწოლას და მოლაპარაკებებს უკვე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან, რომლებიც „რუსთავი 2"-ის საქმესთან არიან დაკავშირებულნი. სამივე სასამართლოს მიმართულებით ფიგურირებენ „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდებიან „რუსთავი 2"-ის საქმეს. ამიტომ რატომ ვერ გვცემენ პასუხებს? ხომ არ არის ეს ჩარევა სასამართლოში, რომ მათ მიაღებინონ მოსამართლეებს არა სამ,ართლებრივი, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილება?!

 

ერთი ხელით გვეუბნებიან, რომ სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი, წმინდათა-წმინდაა და მეორე ხელით მოსამართლეებს ტალახს ესვრიან. სიუჟეტებს აკეთებენ, რომ შეურაცყონ ნაზღაიძე და სხვა მოსამართლეები, რომლებიც მათ არ აწყობთ ან ზეგავლენა ვერ მოახდინეს" , აღნიშნა თალაკვაძემ. 


 

big_banner
არქივი