logo_geo
ლევან ვასაძის ოჯახური ფოტოები და საინტერესო დეტალები ბიზნესმენის ცხოვრებიდან
- +

19 ივნისი. 2019. 01:52

 

ბიზნესმენი ლევან ვასაძე უკვე წლებია, საქართველოში მოღვაწეობს და თავისი გამონათქვამებით, ცხოვრების წესით, სტატუსით, საქმიანობით საზოგადოების ინტერესს იწვევს.

 

ვიცით, რომ იგი 45 წლისაა. სახელმწიფო უნივერსიტეტში გეოფიზიკის ფაკულტეტი დაამთავრა და სოროსის სახელთან ასოცირებულ “საქართველოს დემოკრატიის განვითარების ფონდში” მოღვაწეობდა. მოგვიანებით ამავე ფონდიდან აშშ-ში გაემგზავრა და იქ ბიზნესის მაგისტრის ხარისხიც მიიღო.

 

ამერიკაში სამსახურიც იშოვა, ბიზნესიც წამოიწყო და მოქალაქეობაც მიიღო, თუმცა იქ არ დარჩა და წლების განმავლობაში მოსკოვში ცხოვრობდა.

 

დასავლური განათლებით სამსახური მალევე იშოვა ერთ-ერთ საინვესტიციო ბანკში. მალე გამოიჩინა საქმიანი ალღო და საუკეთესო მენეჯერებს შორის ასახელებდნენ. 2006 წელს რუსეთის აღმასრულებელ დირექტორთა ტოპასეულში მოხვდა და წლის ფიგურად დასახელდა.

 

საბოლოოდ საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა და აქ განაგრძო ცხოვრება. კიკეთში გაიხსნა მისი სკოლა, რომელშიც სხვა ბავშვებთან ერთად მისი შვილებიც სწავლობენ.

 

 

 

რაც შეეხება მის ოჯახს, ბევრმა იცის, რომ ბიზნესმენს რვა შვილი ჰყავს, თუმცა მისი ცოლ-შვილი საზოგადოებისთვის არც ისე ნაცნობია. სულ რამდენიმე ოჯახური ფოტოა ცნობილი, რომლებზეც სამეფო მონარქიის აღდგენის მოსურნე ბიზნესმენი და მისი ოჯახის წევრები ეროვნულ სამოსში არიან გამოწყობილნი.

 

 

ლევან ვასაძის მეუღლე ნინო დურგლიშვილია. რვა შვილის გაჩენის ფონზე, ქალბატონი ნინო მშვენივრად გამოიყურება და ბავშვების გაზრდასთან ერთად, როგორც კიკეთის სკოლის ოფიციალური ფოტოგალერეიდან ირკვევა, სკოლის საქმიანობაშიც არის ჩართული. ქალბატონი ნინო სოციალურ ქსელში აქტიურობით არ გამოირჩევა, რასაც ვერ ვიტყვით მის უფროს შვილებზე.

 

 

სოციალურ ქსელში აქტიურია უფროსი ვაჟი ირაკლი ვასაძე, რომელსაც მამასავით უყვარს სპორტი - როგორ იცით, თავად ლევან ვასაძე ყოფილი მორაგბეა.

 

 

ასევე რაგბის მოყვარულია შუათანა ვაჟი გიორგი, რომელიც მამის სკოლაში სწავლობს და თავისუფალ დროს რაგბის თამაშობს.

 

 

სპორტისგან საკმაოდ შორს არის ქალიშვილი თათა, რომელიც ბალეტითაა გატაცებული და როგორც ჩანს, საკმაოდ კარგი მონაცემები აქვს.

 

 

თავიანთი ექაუნთები აქვთ ასევე უმცროს შვილებს, თუმცა ისინი ჯერჯერობით არც ისე აქტიურები არიან სოციალურ ქსელში.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი