„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ჯანდაცვის ახალ მინისტრს საკმაოდ წარმატებული კარიერის განმავლობაში სააკაშვილის ხელისუფლებასთან არავითარი შეხება, არანაირი გადაკვეთის წერტილი არ ჰქონია და მის ბიოგრაფიას არ სცხია „ნაცებთან“ თანამშრომლობის შავი ლაქა“, - ამის შესახებ ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა „ასავალ-დასავალში“ ჯანდაცვის ახალ მინისტრთან ეკატერინე ტიკარაძესთან დაკავშირებით წერს.
„ასე რომ, სააკაშვილის ტიკინებმა, ტიკი-ტომრებმა ტიკარაძის წინააღმდეგ რაც არ უნდა იტლიკინონ, საქართველოს ჯანდაცვის ახალ მინისტრს ვერაფერს დააკლებენ!
ეკატერინე ტიკარაძეს მშვენიერი სასტარტო პირობები აქვს იმისთვის, რომ საქმეს კარგად გაუძღვეს და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ჯანდაცვის მინისტრი გახდეს“, - წერს ჯაბა ხუბუა.