logo_geo
ჯაბა ხუბუა: სააკაშვილის რეჟიმი ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობს, რათა ქართველ ხალხს ახალი 7 ნოემბრები მოუწყონ!
- +

25 ივნისი. 2019. 16:13

 

 

„ნარატივი - „ივანიშვილის რეჟიმმა ხალხს ახალი 7 ნოემბერი მოუწყო“ - აპრიორი მცდარია და ქართველი ხალხის, რომელსაც 2007 წლის 7 ნოემბერი ჯერ კიდევ შეუხორცებელ იარად ატყვია, „ნაცების“ ამ საკენკს არ აკენკავს“, - ამის შესახებ ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა „ასავალ-დასავალის“ სტატიაში წერს, რითაც 2019 წლის 21 ივნისს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გამართულ აქციას ეხმიანება.

 

„2007 წლის 7 ნოემბერს სააკაშვილის რეჟიმმა დამოუკიდებელი ტელეკომპანია „იმედი“ დაარბია, რის საფუძვლადაც ის დაასახელა, რომ თითქოს, ბადრი პატარკაციშვილის ტელევიზიის ეთერიდან ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები ისმოდა. კერძოდ, არხის ჟურნალისტს ნათია მიქიაშვილს აბრალებდნენ, თითქოს, ერთ-ერთი ჩართვისას პირდაპირ ეთერში ეთქვას - სპეცრაზმი სამების საკათედრო ტაძარში შევარდნასა და იქ თავშეფარებული მომიტინგეების დარბევასაც აპირებსო.

 

2019 წლის 21 ივნისს კი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის რიგითმა ჟურნალისტმა კი არა, გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, რომელიც პარლამენტის წინ შემაღლებულ ადგილზე იდგა, პირდაპირ და სიტყვასიტყვით განაცხადა - ივანიშვილის რეჟიმი უნდა დაემხოსო.

 

ტელევიზიის ხელმძღვანელის მხრიდან ხელისუფლების დამხობის ანტიკონსტიტუციური მოწოდების მიუხედავად, სპეცრაზმი „რუსთავი 2“-ში არ შევარდნილა.

 

მოკლედ, ნარატივი - „ივანიშვილის რეჟიმმა ხალხს ახალი 7 ნოემბერი მოუწყო“ - აპრიორი მცდარია და ქართველი ხალხის, რომელსაც 2007 წლის 7 ნოემბერი ჯერ კიდევ შეუხორცებელ იარად ატყვია, „ნაცების“ ამ საკენკს არ აკენკავს.

 

კომუნისტები ბავშებს ასწავლიდნენ - ოქტომბრის დილა გათენდა, დღეს 7 ნოემბერიაო, „ნაცები“ კი ცდილობენ, ხალხს თავში ჩაუტენონ - ივნისის დილა გათენდა - დღეს 7 ნოემბერიაო, მაგრამ არ არის 7 ნოემბერი, არა!

 

იმის ჩადენა, რაც 2007 წლის 7 ნოემბერს თბილისში მოხდა, მხოლოდ სააკაშვილის რეჟიმს შეეძლო, რომლის ნარჩენებიც დღეს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობასა და ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობენ, რათა ქართველ ხალხს ახალი 7 ნოემბრები მოუწყონ!“ - წერს ხუბუა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი