„ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც გიორგი გახარიას სწორმა და გაბედულმა გადაწყვეტილებამ ქვეყანას დიდი შფოთი და უბედურება ააცილა თავიდან“, - ამის შესახებ „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძემ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა და 20-21 ივნისს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
„ჯერ იყო და, გიორგი გახარიამ ნარკომანებისა და პედერასტების აქცია დაშალა უსისხლოდ. მერე იყო და, პანკისის ხეობაში აგვაცილა უბედურება; ახლა იყო და, პუტჩისტები მსხვერპლის გარეშე ალაგმა. თქვენ ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა თბილისში, ვინმეს პარლამენტში შევარდნა რომ მოეწადინებინა და ვანო მერაბიშვილს დაეშალა აქცია? სულ მცირე, ორი გვამი მაინც დარჩებოდა რუსთაველზე“, - განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.