მსოფლიოს "კლიმატური აპარტეიდი" ემუქრება. გაეროს ახალი ანგარიშის მიხედვით, 2030 წლისთვის მსოფლიოში კლიმატური ცლილებებისგან გამოწვეული პროცესების გამო 120 მილიონამდე ადამიანი შესაძლოა გაღარიბდეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ანგარიშის თანახმად, ისეთი ბუნებრივი მოვლენები როგორიც არის გვალვა, წყალდიდობები, შტორმები სულ უფრო გახშირდება, "ყველაზე ღარიბი ადამიანები იძულებულები იქნებიან არჩევანი გააკეთონ შიმშილსა და მიგრაციას შორის", - წერია ანგარიშში.
"ჩვენ ვრისკავთ, რომ დადგეს "კლიმატური აპარტეიდი", როდესაც მდიდრები იხდიან რათა სიცხეს, შიმშილს და კონფლიქტებს გაექცნენ, მაშინ როცა დანარჩენები რჩებიან და იტანჯებიან", - ამბობს ფილიპ ალსტონი, გაეროს სპეციალური მომხსენებელი უკიდურესი სიღარიბისა და ადამიანის უფლებების შესახებ.