logo_geo
მარიამ ვაშაძე: ვერ ვიფიქრებდი, რომ შეიძლება მისი ცოლი გავმხდარიყავი
- +

26 ივნისი. 2019. 14:49

 

„10 წელზე მეტია ,რაც ერთმანეთს ვიცნობთ“, - ამის შესახებ ტელეწამყვანი მარიამ ვაშაძე  ჟურნალ „სარკესთან“ მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.

 

„მე და ვანო ბენიძე ძალიან დიდი ხნის მეგობრები ვართ. 10 წელზე მეტია, რაც ერთმანეთს ვიცნობთ, ოღონდ ამ ხნის განმავლობაში ჩვენ შორის არაფერი ხდებოდა, გარდა მეგობრობისა. ერთმანეთს ხშირად ვერ ვნახულობდით, რადგან ვანო ჯერ პარიზში სწავლობდა, მერე ამერიკაში. როცა ჩამოდიოდა, ან ახალ წელს, ან დაბადების დღეებზე საერთო მეგობრების წრეში ვხვდებოდით ერთმანეთს. ერთ ზაფხულს ყველაფერი შეიცვალა. სიყვარული ორივეს ისე დაგვატყდა თავს, რომ არ გვჯეროდა. იმ ზაფხულს ვანიკომ მითხრა, მგონი, რაღაც სხვანაირად არისო. 10 წლის განმავლობაში მეგობრები ვიყავით და უცებ ცოლ-ქმარი გავხდით. ვერ ვიფიქრებდი, რომ შეიძლება მისი ცოლი გავმხდარიყავი, მაგრამ სწორედ ასე მოხდა. ხშირად გამიგია, რომ გოგო და ბიჭი მეგობრობენ და მერე ცოლ-ქმარი ხდებიან“, - აღნიშნავს მარიამ ვაშაძე.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი