logo_geo
კობა კობალაძე: მოსახლეობა გულშემატკივრის როლში უფრო თავისუფალია, ვიდრე პასუხისმგებლის როლში
- +

27 ივნისი. 2019. 13:33

 

 

„სამართალი აუცილებლად აღდგება და დადგება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის” ფრაქციის წევრმა კობა კობალაძემ „მაესტროსთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

 

„ნებისმიერი ადამიანი, რომელიც გადაცდა კანონს, უნდა დაისაჯოს. არ აქვს მნიშვნელობა, ის  სამართალდამცავი იყო თუ თავისუფალი მიტინგის აგრესიული წარმომადგენელი. ჩემთვის საკმაოდ მძიმე იყო გადაწყვეტილების მიღება (იგულისხმება ნიკა მელიასათვის იმუნიტეტის მოხსნა), მაგრამ დროა, მივეჩვიოთ გადაწყვეტილებების მიღებას. იმაზე მეტად გასათვალისწინებელი, ვიდრე ჩვენი სამშობლოს თავისუფლება, სიმშვიდე და წესრიგია, არაფერია. მე სიმხნევეს ვუსურვებ ნიკა მელიას და ყველას.

 

ჩვენი მოსახლეობა გულშემატკივრის როლში უფრო თავისუფალია, ვიდრე პასუხისმგებლის როლში. ჩვენს გარშემო დღემდე პასუხისმგებლობის დეფიციტი რომ არის, ალბათ, ეს გვიქმნის ილუზიას, რომ დაუსჯელი იქნება ყველა. მაშინ, როდესაც ქვეყნის 20% ოკუპირებულია, ერთმანეთს ხელი არ უნდა შევუწყოთ, რომ  ქვეყანა მართულ ქაოსში გადაერთოს. სამართალი აუცილებლად აღდგება და დადგება“, - განაცხადა კობა კობალაძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი