logo_geo
დასაქმება საკრუიზო გემებზე – ახალი გამოწვევა და პერსპექტივა ქართველებისთვის
- +

28 ივნისი. 2019. 20:07

 

,კოლუმბია შიპმენეჯმენტი~ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და მაღალი რეპუტაციის მქონე გერმანული კომპანიაა, რომელიც დღეისათვის მსოფლიო მასშტაბით 14 საკრუინგო კომპანიას აერთიანებს, ახორციელებს 380 გემის მენეჯმენტს, ჰყავს 20 საკრუიზო გემი და იახტა, დასაქმებული ჰყავს 15000 ადამიანი

 

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან შეთანხმებით, სწორედ `კოლუმბია შიპმენეჯმენტი~ მომდევნო ორი წლის განმავლობაში საქართველოს 1000 მოქალაქეს დაასაქმებს საკუთარ გემებზე. პირველ ეტაპზე 50 ადამიანის დასაქმება იგეგმება, აქედან 20 გოგონას, რომლებსაც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად გადაამზადებს. დარჩენილმა 30-მა კანდიდატმა კი გადამზადების კურსები, რომელიც საზღვაო უსაფრთხოების საკითხებს მოიცავს, თავისი სახსრებით უნდა გაიაროს. მათი ხელფასი 800-დან 1200 ევრომდე განისაზღვრება. და უზრუნველყოფილნი იქნებიან საცხოვრებლით და კვებით.

შერჩევის პროცესი ბათუმში დაიწყო. 24-25 ივნისს გასაუბრება `შიპმენეჯმენტის~ წარმომადგენლებმა ჩაატარეს. პირველ ეტაპზე 18-დან 40 წლამდე ასაკის 50 ადამიანი დასაქმდება `ჰაუს-ქიპერის~, მიმტანის და ბარმენის პოზიციებზე. ძირითადი მოთხოვნაა საკომუნიკაციო დონეზე ინგლისური ენის ცოდნა. შერჩეული ყველა კანდიდატი `კოლუმბია შიპმენეჯმენტთან~ ინდივიდუალურ კონტრაქტს გააფორმებს და თავად აირჩევს, თუ რა ხანგრძლივობით დასაქმდეს – ოთხი, ექვსი თუ რვა თვით.

ახალგაზრდების უმრავლესობას განაცხადი მიმტანის და ბარმენის პოზიციაზე აქვს შეტანილი.

როგორც გავიგე, უპირატესობა ენიჭებათ გამოცდილ ბარმენებს და ამიტომაც გადავწყვიტე, განაცხადი ამ პოზიციაზე შემომეტანა, ამ საქმეში ოთხწლიანი გამოცდილება მაქვს” – გვითხრა ზურაბ დევდარიანმა.

საშუალება გვეძლევა დავსაქმდეთ ღირსეული პირობებით და კარგი ანაზღაურებით, გოგონებს განსაკუთრებული შემოთავაზება გვაქვს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე ეტაპზე გადასულები კი კურსებს უფასოდ გავივლით,”– ამბობს სტუდენტი ანა ტყებუჩავა.

50 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად სულ 87 განაცხადია შესული. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მსურველებს კიდევ რამდენიმე ეტაპი აქვთ გასასვლელი, ერთ-ერთია “კოლუმბია შიპმენეჯმენტის” წარმომადგენლებთან ინტერნეტით გასაუბრება.

 

 

წყარო: gazetiajara.ge

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი