logo_geo
ამირან სალუქვაძე: მაშინ პირდაპირ უნდა განვაცხადოთ, რომ სამხედრო პორტი შენდება, რაც არ არის მიზანშეწონილი…
- +

29 ივნისი. 2019. 00:35

 

„ანაკლიის პორტის  მშენებლობის საკითხი მანამდე გადაწყდა, ვიდრე NATO გააქტიურდებოდა“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე ჟურნალ „თბილისელებთან“  ინტერვიუში საუბრობს.

 

„ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხი მანამდე გადაწყდა, ვიდრე NATO გააქტიურდებოდა შავ ზღვაში. ამიტომ ასე პირდაპირ არ დავაკავშირებდი. რაც შეეხება დახმარება: ასეთ ეკონომიკურ პროექტებს, მით უმეტეს, რომლებიც ასეთი დიდი თანხა ჯდება, არ აფინანსებენ სახელმწიფოები მოტივით, ჩვენი ინტერესიაო. მაშინ პირდაპირ უნდა განვაცხადოთ, რომ სამხედრო პორტი შენდება, რაც არ არის მიზანშეწონილი. ტვირთების რაოდენობა, რაც შეიძლება, წამოვიდეს კონკრეტულად ჩინეთიდან დასავლეთისკენ, ეყოფა ყველა მარშრუტს, რომლებიც შეიძლება, არსებობდეს. რაც შეეხება გამტარუნარიანობას, რაც ახსენეთ, იმ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს, ჩვენ ვაშენებთ ავტობანებს, რაც გასაგებია, დროში გაიწელება. რაც შეეხება ადგილზე რკინიგზის მიყვანას, ამის მოგვარება სწრაფადაა შესაძლებელი. სახელმწიფომ განაცხადა მზადყოფნა და იმედია, შეასრულებენ ამ ვალდებულებას. ლამის მთელი მსოფლიოა დაინტერესებული ჩინეთის პოლიტიკით: „ ერთი სარტყელი, ერთი გზა“ და თუ არაფერი გავაკეთეთ, არც არაფერი იქნება. მათ შორის, მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, ვუთხარი მათ, რომ თუ პრობლემებია „ანაკლიის კონსორციუმთან“, ვერ იზიდავენ თანხებს, პოლიტიკური აჟიოტაჟის ფონის შექმნით ცდილობენ, მეტად მომგებიან პოზიციას მიაღწიონ, რაც არ არის მომგებიანი ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, იმიტომ, რომ რაც წამგებიან ხელშეკრულებას გააფორმებს სახელმწიფო, მოქალაქეები წავაგებთ და მოიგებს კომერციული სტრუქტურა, ხოლო სახელმწიფოს ინტერესია, რაც შეიძლება, მომგებიანი ხელშეკრულება გააფორმოს და რაც შეიძლება, მალე აშენდეს ეს პორტი. ამიტომაც ჩემი შეთავაზებაა, რომ თუ, „კონსორციუმი“ ვერ ასრულებს პირობებს, ააშენოს სახელმწიფომ, მთავრობას უპრობლემოდ გამოუყოფს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები თანხას, მას შემდეგ კი, როდესაც ააშენებს, გამოაცხადოს ტენდერი და გადასცეს გამარჯვებულ კომპანიას სამართავად, რაც მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა. მაგალითად, ამერიკაში  ყველა პორტი სახელმწიფოა და მართავენ კომერციული ორგანიზაციები“, - აღნიშნავს ამირან სალუქვაძე.  

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი