logo_geo
ჯაბა ხუბუა: მოსახლეობის გადასაწყვეტია, სურს თუ არა გეი-რევოლუციაში მონაწილეობის მიღება
- +

29 ივნისი. 2019. 14:33

 

 

„ახლა უკვე საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტია, სურს თუ არა გეი-რევოლუციაში მონაწილეობის მიღება“, - ეს განცხადება გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტმა ჯაბა ხუბუამ ბოლო დროს საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში გააკეთა.

 

ის ბიოლოგ ლევან ბუთხუზს ეთანხმება იმაში, რომ აქცია, რომელიც საქართველოში უკვე 1 კვირაზე მეტია გრძელდება, „გეი-რევოლუციაა“ და მიმდინარე აქციისთვის ამ სახელის დარქმევისთვის ბუთხუზს მადლობა გადაუხადა.

 

„მე მინდა მადლობა გადავუხადო „რუსთავი2“-ის ერთ-ერთ წამყვანს, ლევან ბუთხუზს, რომელმაც დღეს პირდაპირ დაარქვა სახელი იმას, რაც თბილისის ქუჩებში ხდება. მან იმ პროცესს, რასაც უკვე 1 კვირაა თვალს ვადევნებთ, პირდაპირ უწოდა, რომ ეს არის გეი-რევოლუცია საქართველოში. ამისათვის პირადად მე ვეუბნები მადლობას ლევან ბუთხუზს, იმიტომ რომ მან გააკეთა ძალიან დიდი საქმე და მოახდინა ამ პროცესის ილუსტრაცია.

 

ეს განცხადება რომ გაეკეთებინა ვინმე სხვას, თუნდაც სანდრო ბრეგაძეს, რეზო ამაშუკელს ან ანტილგბტ -განწყობის ადამიანებს და გეი-რევოლუციად მოენათლათ ეს პროცესი, ეს ჩაითვლებოდა ჰომოფობიურ განცხადებად, ფაშისტურ განცხადებად და ა.შ. მაგრამ როდესაც ასეთ განცხადებას აკეთებს ზუსტად იმ ფლანგის წარმომადგენელი და იმ ტელევიზიიდან, რომელიც არის ერთ-ერთი მეხოტბე და მთავარი პროპაგანდისტი ამ იდეოლოგიის, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ პროცესი მხილებულია და ახლა უკვე საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტია, სურს თუ არა გეი-რევოლუციაში მონაწილეობის მიღება“, - განაცხადა ჯაბა ხუბუამ.

 

 

big_banner
არქივი