logo_geo
ჯაბა ხუბუა: აშკარაა, რომ ამ გამოსვლებს დაღმავალი მუხტი აქვს
- +

29 ივნისი. 2019. 17:09

 

 

„პიკი იყო პირველივე დღეს, როდესაც სცადეს სახელმწიფო გადატრიალება და პარლამენტის შტურმით აღება და შემდგომში უკვე ნელ-ნელა ეს მუხტი მოდის დაბალ ნიშნულზე,“- ეს განცხადება გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტმა, ჯაბა ხუბუამ  „ობიექტივის“ ეთერში გააკეთა.

 

ჟურნალისტის თქმით, ხელისუფლება ნელ-ნელა შოკიდან გამოვიდა და მადლობა, რომელიც მთავრობის წევრებმა შს მინისტრს გიორგი გახარიასა და პოლიციას გადაუხადეს, სრულიად სამართლიანია, თუმცა, დაგვიანებული.

 

„წმინდა ტექნიკური თვალსაზრისით თუ შევხედავთ, აშკარაა, რომ დაღმავალი მუხტი აქვს ამ გამოსვლებს და საერთოდ, ლოგიკა მიტინგების, აქციების, მით უმეტეს რევოლუციების, იწყება ნაკლები დუღილის ტემპერატურით და შემდეგ თანდათანობით აღწევს პიკს. აქ ვხედავთ ჩვენ პირიქით. პიკი იყო პირველივე დღეს, როდესაც სცადეს სახელმწიფო გადატრიალება და პარლამენტის შტურმით აღება და შემდგომში უკვე ნელ-ნელა ეს მუხტი, რაც ლოგიკურია და კანონზომიერია აბსოლუტურად, მოდის დაბალ ნიშნულზე  და ტემპერატურა ნელ-ნელა იკლებს. მით უმეტეს, რომ როგორც იქნა ხელისუფლება გამოვიდა პირველი შოკიდან, ცოტათი მაინც მოეგო გონს და ჩვენ ვნახეთ, რომ საინფორმაციო სივრცეში გამოჩნდნენ მთავრობის წევრები, რომლებმაც სათითაოდ მადლობა გადაუხადეს შს მინისტრს და პოლიციას. რა თქმა უნდა, დაგვიანებული იყო, მაგრამ ნათქვამია, „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“, - განაცხადა ჯაბა ხუბუამ.

 

 

big_banner
არქივი