logo_geo
რატომ გამოაქვს წყალს მსოფლიოს სხვადასხვა სანაპიროზე Nike-ს, Triangle-ს, Great Wolf Lodge-ს ფეხსაცმელი?
- +

29 ივნისი. 2019. 21:45

 

 

ბერმუდის კუნძულებიდან მოყოლებული, ბაჰამისა და ორკნის კუნძულების სანაპიროებით დასრულებული ადამიანები ბოლო პერიოდში ხშირად პოულობენ სპორტულ ფეხსაცმელს, კედებს, ბოტასებსა და სანდლებს. ისინი გამოიყურებიან როგორც ახლები, მაგრამ ზღვის მცენარეებსა და ნიჟარებით სავსეები. სპეციალისტებს დააინტერესდათ საიდან ჩნდება ეს ახალი მაგრამ წყლისგან გაფუჭებული ფეხსაცმელები სანაპიროებზე. ამის შესახებ BBC წერს.

 

2018 წლის ოქტომბერში ინდონეზიის კუნძულ ფლორესში დამლაგებელმა სანაპიროზე სპორტული ფეხსაცმელი შეამჩნია, თავიდან იფიქრა რომ ოკეანიდან გამორიყული ნაგავი იყო, მაგრამ ასეთი ფეხსაცმელები სულ უფრო ხშირად ხვდებოდა სანაპიროზე. მალე მსგავსი ამბავი სხვა სანაპიროებზეც შენიშნეს.

 

სპორტული ფეხსაცმელები, რომლებსაც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში სანაპიროებზე პოულობდნენ ეკუთვნის Nike-ს, Triangle-ს, Great Wolf Lodge-ს და სხვებს.

 

ერთ-ერთი ვარაუდით, სპორტული ფეხსაცმელი მსოფლიოს ოკეანეებში გასული წლის ადრეულ გაზაფხულზე მომხდარი ერთ-ერთი შტორმის შემდეგ მოხდა. მაშინ Maersk Shanghai-ს გემი, 324-მეტრიანი კონტეინერმზიდი შტორმში მოყვა, მაშინ მასზე 10 ათასი კონტეინერი იყო. გემი 3 მარტის საღამოს სამხრეთ კაროლინის 9აშშ0 სანაპიროსთან შტორმში მოყვა, ბორტიდან რამდენიმე კონტეინერი გადავარდა. მაშინ მედია წერდა, რომ კონტეინერებს ვერტმფრენების დახმარებით ეძებდნენ, 9 ცალი იპოვეს, თუმცა 7 წყალში ჩაიძირა.

 

ზუსტად იმის თქმა რომ ნაპოვნი ფეხსაცმელები გემზე Maersk Shanghai-ზე არსებული კონტეინერებიდან არის, შეუძლებელია. ამ ინფორმაციაზე კომენტარის გაკეთება არ სურს გემის მფლობელ კომპანია Zodiac Maritime-ს კონტეინერების ჩაძირვაზე BBC-ის შეკითხვას არ უპასუხეს არც “ნაიკში”. ხოლო Triangle-მა და Great Wolf Lodge-მა აღიარა, რომ სხვადასხვა სანაპიროზე ნაპოვნი კედები სწორედ მაშინდელი მოდელებია, რომელთა ნაწილიც კონტეინერებში იყო და ჩაიძირა.

 

 

big_banner
არქივი