logo_geo
მაგდა პაპიძე: ეს იყო ერთადერთი ტყუილი, რაც სასამართლოზე ვთქვი...
- +

1 ივლისი. 2019. 13:44

ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ სასამართლოზე ერთადერთი ტყუილი თქვა და ეს იყო თავის ფეხმძიმობისა და იმ ბავშვის მამის ვინაობის შესახებ, რომელსაც მუცლით ატარებდა.

 

მისი თქმით, სასამართლოზე ტყუილი იმის გამო თქვა, რომ მეგობარი მამაკაცის, ოთო ბერძენიშვილის მიმართ სტრატეგიული ეჭვები არ ყოფილიყო.

 

„ერთადერთი ტყუილი, რაც მე ოთოს გამო ვთქვი და ღმერთი დავიფიცე, ეს იმიტომ გავაკეთე, რომ ოთოს მიმართ სტრატეგიული ეჭვი არ ყოფილიყო, ვთქვი, რომ ეს ოთოს შვილი არ იყო და ოთოსგან არ ვიყავი ორსულად, მაგრამ ოთომ იცოდა, რომ ომარისგან ვიყავი ორსულად.

 

 

ეს ბავშვი არავის უდარდია, ეს იყო ჩანასახი, რომელიც იყო ცოცხალი. ეს იყო ოთო ბერძენიშვილის (მეგობარი მამაკაცი) შვილი. ღალატისგან თავს ვერავინ გაიმართლებს“, - ამბობს მაგდა პაპიძე.

 

 

 

big_banner
არქივი