Dailymail-ის ინფორმაციით, ფოტოგრაფმა ვინსენტ ბარტონმა უგანდის ეროვნულ პარკში ხეზე ამძვრალი ლომები გადაიღო.
როგორც წესი, ლომებისთვის უჩვეულოა ხეებზე აძრომა, თუმცა უგანდაში არსებული კლიმატური პირობების გამო ლომებმა ადაპტაცია გაიარეს და გასაგრილებლად ხეებზე აძრომა შეძლეს.
ვინსენტ ბარტონმა პარკში ხეზე ამძვრალი ორი მდედრი და ერთი მამრი ლომი შეამჩნია. ბუნების მოყვარული ფოტოგრაფის თქმით, ლომები მიწიდან ხეებზე ჩრდილისა და სიოს გამო ავიდნენ.