logo_geo
„საქართველოს მანანებო“ - ვის მიეძღვნა ეს ცნობილი ტექსტი?
- +

3 ივლისი. 2019. 03:18

 

„იმ პატარა სიყვარულის ცრემლებს ვფიცავ,

 

იმ თეთრ აკვანს, დედაჩემის ცისფერ თვალებს,

 

ვფიცავ მიწას, ვაჟას გულზე დაყრილ მიწას,

 

რიჟრაჟს ვფიცავ, ნისლებში რომ იფერმკრთალებს...

 

თუ დავეცე, ნუ მიტირებთ დანანებით,

 

ნაღველს გულში არასოდეს გავივლებდი,

 

საქართველოს ლამაზებო, საქართველოს მანანებო,

 

დამაყარეთ თქვენი ქვეყნის ყვავილები...“

 

1970-იან წლებში ეს სიმღერა ჰიტი იყო და დღესაც არ დაუკარგავს პოპულარობა. გიორგი ცაბაძის დაწერილ სიმღერას მაშინ თემურ წიკლაური მღეროდა. განსაკუთრებული აქცენტი ყოველთვის მის ორიგინალურ ტექსტზე კეთდებოდა. „საქართველოს მანანებო“ ყველასთვის საყვარელი სიმღერა გახდა, თუმცა ტექსტის ავტორი რატომღაც ყოველთვის ჩრდილში იდგა. ამ ლექსის ავტორობას, ხან მორის ფოცხიშვილს, ხანაც პეტრე გრუზინსკის მიაწერდნენ...

 

დღემდე ცოტამ თუ იცის, რომ ეს ლექსი ალეკო შენგელიას ეკუთვნის, ავტორის შთაგონების წყარო კი იმ დროისთვის ოჯახის ყველაზე პატარა წევრის, მისი ბიძაშვილის - მანანა გეგელიას ცისფერი თვალები და ოქროსფერი ხუჭუჭა თმები გახდა.

 

ულამაზესი ბავშვის შემხედვარე პოეტს ლექსის დაწერის სურვილი გაუჩნდა და მისი სილამაზე „საქართველოს მანანებო“-ში განაზოგადა. მუსიკის დაწერის შემდეგ, ცაბაძემ ლექსზე ასეთი კომენტარი გააკეთა: „ერთი ამოსუნთქვით დავწერე. თვითონ ამ ლექსმა დამაწერინა, თითქოს რაღაცას მკარნახობდაო“.

 

ულამაზესი ცისფერთვალება ქალის სიყვარულის ისტორია, რომელზეც იმ დროს მთელი საქართველო მღეროდა, საკმაოდ სევდიანი აღმოჩნდა. მანანა გეგელიამ სკოლის დამთავრების შემდეგ გადაწყვიტა მამამისის კვალს გაჰყოლოდა და ტექნიკურ უნივერსიტეტში ჰიდროტექნიკის ფაკულტეტი დაამთავრა. მთელი ცხოვრება ენგურ ჰესში მუშაობდა და ტექნიკურ უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა. 23 წლის იყო, როცა მისი ალპინისტი საქმრო დათო ხარაშვილი პამირის მთებში ერთ-ერთი დიდი ექსპედიციის დროს დაიღუპა. დაიღუპნენ ექსპედიციის სხვა წევრებიც, ისე, რომ მათი ნეშტებიც ვერავინ იპოვა. მას შემდეგ მანანა არ გათხოვილა. დახვეწილი გემოვნების მქონე ქალბატონმა, საქმროს სიყვარული სიცოცხლის ბოლომდე ატარა.

 

„საქართველოს მანანებო“-ს შთაგონების წყაროდ ქცეული ქალი 2003 წელს, 56 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი