Instagram-მა მუშაობა Facebook-ის მწყობრიდან გამოსვლის გამო შეწყვიტა. პრობლემები აქვს WhatsApp-საც.
როგორც Metro წერს, ზოგს ქსელში შესვლის, ზოგსაც ახალი ამბების კედელზე ფოტოების დათვალიერების, შენელებული მუშაობის, ასევე ქსელში მასალის განთავსების პრობლემა აქვს.
შეფერხება ძირითადად დიდ ბრიტანეთში, ჩრდილოეთ ევროპაში, აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროსა და სამხრეთ ამერიკაში დაფიქსირდა. ქსელში პრობლემას წააწყდნენ ქართველი მომხმარებლებიც.
Facebook-მა თავის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური შეფერხება მარტში განიცადა.
Instagram-ი 2010 წელს დაფუძნდა. 2012 წელს აპლიკაცია Facebook-მა $1 მილიარდად შეიძინა.
WhatsApp-ი 2009 წელს Yahoo-ს ორმა ყოფილმა თანამშრომელმა დააარსა. 2014 წელს აპლიკაცია Facebook-მა $19 მილიარდად შეიძინა.