logo_geo
Facebook-ი განცხადებას ავრცელებს
- +

4 ივლისი. 2019. 00:50

 

 

Facebook-ი სოციალური ქსელის შეფერხებით მუშაობის გამო წუხილს გამოთქვამს. განცხადება კომპანიამ Twitter-ზე განათავსა.

 

სოციალური ქსელი განმარტავს, რომ პრობლემის მოსაგვარებლად მუშაობს.

 

„ჩვენთვის ცნობილია, რომ ზოგიერთ ადამიანს ფოტოების, ვიდეოების და სხვა ფაილების ატვირთვა-გაგზავნასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა. ვწუხვართ ამის გამო და ვმუშაობთ, რომ პრობლემა რაც შეიძლება სწრაფად აღმოიფხვრას“, - წერს კომპანია.

 

 

big_banner
არქივი