logo_geo
ელიზბარ ჯაველიძე: პარლამენტზე შტურმი ნარკოტიკებით დაზომბირებულმა ნაცდემონებმა მიიტანეს
- +

4 ივლისი. 2019. 19:06

 

„ყველა დასაჭერია - ბოკერიათი დაწყებული, სალომე სამადაშვილით დამთავრებული“, - ამის შესახებ აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„ვარდების რევოლუციის“ დროს შსს-მ და უშიშროებამ ხალხი ვერ შეაჩერა და პარლამენტში ბანდები  შეიჭრნენ. მე მაშინ დეპუტატი ვიყავი და ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე. გიორგი გახარიამ სწორედ ეს არ დაუშვა და დიდი მადლობა მას! და კიდევ ერთი მომენტი: როდესაც მე ამ „რევოლუციის“ შემდეგ მეორე დღეს, ჩემს საპარლამენტო ოთახში მივედი ნივთების წამოსაღებად, იქ შპრიცების გროვა დამხვდა!  თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ შიშველი ხელებით ფარებიან-ხელკეტიან პოლიციის კორდონზე თავდასხმა? ერთხელ! ორჯერ! ხუთჯერ... ეჭვი არ მეპარება, რომ პარლამენტზე შტურმი ნარკოტიკებით დაზომბირებულმა ნაცდემონებმა მიიტანეს.

ყველა დასაჭერია - ბოკერიათი დაწყებული, სალომე სამადაშვილით დამთავრებული და თუ ხელისუფლება ყველა ამ ბანდიტს არ დაიჭერს, ხალხი ქუჩაში გამოვა და მათ ლინჩის წესით გაასამართლებს!“ - აცხადებს ელიზბარ ჯაველიძე.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი