logo_geo
ჯაბა ხუხუა: საქართველოში გეი-რევოლუცია „ვარდების რევოლუციამ“ შობა
- +

4 ივლისი. 2019. 19:07

 

„საქართველოში ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია ერთსქესიანთა ქორწინების დასაკანონებლად იბრძვის“, - ამის შესახებ ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.

 

„გეი-რევოლუციონერები იმან გადაიყვანა ჭკუიდან, რომ გიორგი გახარიამ მათ გეი-აღლუმის უსაფრთხოდ ჩატარების გარანტია არ მისცა, სამაგიეროდ, მაღალ დონეზე დაიცვა ქვეყნის უსაფრთხოება და სახელმწიფო ინსტიტუტების შტურმით აღება არ დაუშვა. სამწუხაროდ, ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ე.წ. სექსუალური უმცირესობის უფლებებს იცავს, საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების დასაკანონებლად იბრძვის და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ პროპაგანდისტულ ომს აწარმოებს, დღეს პარლამენტის შენობის წინ დგას და შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვს. მინდა იცოდეთ, რომ საქართველოში გეი-რევოლუცია „ვარდების რევოლუციამ“ შობა და ჭკვიანი ხალხი ამას თავიდანვე ხვდებოდა. თან არა მხოლოდ ხვდებოდა, არამედ ხმამაღლა ამბობდა კიდეც, მაგრამ საქართველოში ჭკვიან ხალხს ნაკლებად უგდებენ ყურს.

 

სხვათაშორის, ყოფილი პრემიერი - ირაკლი ღარიბაშვილი ღიად დაუპირისპირდა გეი-პროპაგანდას და განაცხადა, რომ საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება შეუძლებელია, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა და ეს საქართველოს კონსტიტუციაში უნდა ჩაწერილიყო. სწორედ ამას გადააყოლეს ღარიბაშვილი, როგორც პრემიერ-მინისტრი და შური იძიეს მასზე, როგორც ეროვნულად მოაზროვნე პოლიტიკოსზე“, - წერს ჯაბა ხუბუა.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი