ფინანსური წარმატების მიღწევა არ არის მარტივი, თუმცა კიდევ უფრო რთულია ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება. ამისათ ვის მდიდრებს საკუთარი კანონები აქვთ, რომლებსაც მთელი სიზუსტით იცავენ და სწორედ ეს არის მათი წარმატების საიდუმლოც.
მათ გამომუშავებული აქვთ წარმატებისთვის აუცილებელი ჩვევები. კონცენტრირებულები არიან ისეთ ქმედებებზე, რომლებიც მათ გაუმჯობესებას, ზრდას უწყობს ხელს. ყველაფერს აკეთებენ მავნე ჩვევების დასავიწყებლად და ეს გამოსდით კიდეც. ამიტომაც, თუ წარმატების მიღწევა გსურთ და თქვენც გინდათ მდიდარი იყოთ, უნდა დაივიწყოთ ისეთი ქმედებები, რომლებიც ხელს გიშლით.
მათ იციან ჯანმრთელობის ფასი. იციან, რომ თუ ჯანმრთელები არ იქნებიან, წარმატებას ვერ მიაღწევენ, ამიტომაც დიდ დროსა და ენერგიას უთმობენ ამ საკითხს. იკვებებიან ჯანსაღად და ზრუნავენ ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე.
როგორი მდიდარიც უნდა იყოს ადამიანი, ის არ იყიდის უსარგებლო ნივთებს. არ სჩვევია ფულის გაფლანგვა და სწორედ ესაა ერთ-ერთი მიზეზი, როს გამოც ის ფინანსურ სტაბილურობას ინარჩუნებს.
„სამსახური, ხელფასი ვერ გაგამდიდრებს“ - ალბათ ხშირად გსმენიათ ეს ფრაზა და აბსოლუტური ჭეშმარიტებაა. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ სამსახური არ უნდა გქონდეთ, ეს ნიშნავს, რომ გამდიდრებისთვის აუცილებელია ფული დაზოგოთ და ინვესტიცია განახორციელოთ.
მდიდარი ადამიანები, როგორც წესი, ძალიან ჭკვიანები არიან. მათ უამრავი წიგნი აქვთ წაკითხული და არასდროს წყვეტენ კითხვას. მუდამ ახლის სწავლას, ახლის შეცნობას ცდილობენ.
მდიდარი ადამიანები აცნობიერებენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კავშირები, რაც წარმოუდგენელია კომუნიკაციის გარეშე, ამიტომაც, ისინი ცდილობენ კომუნიკაციის უნარი უფრო დახვეწონ და გაიუმჯობესონ.
ისინი არ უგულებელყოფენ სხვების აზრებს. ყველა რჩევას ისმენენ და სწორედ ამის შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებებს. ეს მათი წარმატების ერთ-ერთი საიდუმლოა.
უმნიშვნელოვანესია ცოდნა იმისა, თუ რისთვის იბრძვი რა არის შენი მიზანი. მხოლოდ ამის შემდეგ შეგეძლება განსაზღვრო, რა გზით უნდა იარო ამ მიზნის მისაღწევად. თუ მიზანი არ გაქვთ, რთული წარმოსადგენია რამეს მიაღწიოთ.