logo_geo
ვახტანგ მაისაია: ეს იყო კარგად დადგმული სტრატეგიული ოპერაცია
- +

5 ივლისი. 2019. 19:19

 

 

„რუსეთმა მიაღწია საქართველოში პოლიტიკურ ქაოსს“, - ამის შესახებ ექსპერტი ვახტანგ მაისაია  ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„გავრილოვის ვიზიტისთანავე ვთქვი, რომ ეს იყო მრავალწახნაგოვანი, კარგად დადგმული სტრატეგიული ოპერაცია. რუსები ასეთი ოპერაციების დადგმის დიდოსტატები არიან. სტალინის პერიოდიდან მოყოლებული, რამდენიმე ასეთი მრავალწახნაგოვანი ოპერაციის გახსენება შემიძლია. ბუნებრივია, რუსეთმა მიიღო ის, რაც უნდოდა. რუსეთმა მიაღწია საქართველოში პოლიტიკურ ქაოსს, რაც სავსებით საკმარისია მისთვის თავისი საგარეო-პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.

 

გავრილოვის, მე ვიტყოდი, ჰიბრიდული ჩამოსვლა კარგად დაიგეგმა. ფაქტია, რომ გავრილოვმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ერთად განახორციელეს საქართველოს გადატრიალების მცდელობა მონტენეგროს სცენარის მიხედვით, მონტენეგროშიც იგივე ხდებოდა. სხვათაშორის, გავრილოვი პროფესიონალი მზვერავია. 2012 წელს დაჯილდოვდა სამშობლოსთვის გაწეული დამსახურებისთვის, რომელიც საბრძოლო ჯილდოა და მას ადამიანი იღებს, თუ მონაწილეობა აქვს მიღებული საბრძოლო ოპერაციაში და ძალიან საინტერესოა, რა საბრძოლო ოპერაციაში მიიღო გავრილოვმა მონაწილეობა 2004-2012 წლებში?! მანამდე ის იყო წევრი როდიონოვისა და ლებედის ორგანიზაციის - „კონგრეს რუსსკიხ ობშინ“, - აღნიშნავს ვახტანგ მაისაია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი