logo_geo
იაკუტელი შამანი ვლადიმერ პუტინის „განდევნას“ აპირებს
- +

5 ივლისი. 2019. 21:40

 

 

იაკუტელი შამანი ალექსანდრე გაბიშევი 2021 წელს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის „განდევნას“ აპირებს. ის მიიჩნევს, რომ კრემლის ლიდერი "ბნელი ძალების პირმშოა" და მხოლოდ შამანს შეუძლია მას გაუმკლავდეს. ამის შესახებ "რადიო თავისუფლება" წერს.

 

"იაკუტსკიდან ვარ, 51 წლის. სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტი დავამთავრე, თუმცა სპეციალობით არ მიმუშავია. შემდუღებელი და მეეზოვე ვიყავი. იაკუტსკიდან მარტში წამოვედი. მაშინ ზამთარი იყო ჩვენთან, 40 გრადუსი. ხალხი მეხმარება, ამიტომაც გზა უნდა გავაგრძელო“, - თქვა შამანმა.

 

მოსახლეობის ნაწილი მას რუსეთის ზოგიერთ ქალაქში დადებითად ხვდება.

 

 

big_banner
არქივი