logo_geo
ნათია ბერიძე: ნაცები მემუქრებიან, ქუჩაში გამოსვლის გეშინოდეს, ცხოვრებას ჯოჯოხეთად გიქცევთო
- +

6 ივლისი. 2019. 22:57

 

„მე ჩემი პროფესიული მოვალეობა შევასრულე - გავაშუქე ანტისახელწიფოებრივი შეთქმულება“, - ამის შესახებ ჟურნალისტი ნათია ბერიძე საუბრობს.

 

„20 ივნისის ღამეს „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები ღიად ლაპარაკობდნენ პარლამენტის შტურმზე, საბოტაჟზე, რევოლუციაზე, დაუმორჩილებლობის გამოცხადებაზე, ხალხმა უარი უნდა თქვას სამსახურში სიარულზეო... ეს ყველაფერი ძალიან კარგად ისმის ჩემ მიერ გადაღებულ ვიდეოში. მართალია, ზოგიერთი რამ ბუნდოვანია, მაგრამ, თუ დასჭირდება გამოძიებას, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით გაფილტრავს იმ ხმებს! პარლამენტის შტურმის შესახებ: ნიკა მელია, გრიგოლ ვაშაძე, გიორგი ვაშაძე, სერგო რატიანი, გიორგი ბარამიძე, ხატია დეკანოიძე, გიგი უგულავა, შალვა შავგულიძე და გუბაზ სანიკიძე თათბირობდნენ. ცოტა ხანში კი მათ მალხაზ მაჩალიკაშვილიც შეუერთდათ. მიტინგის მიმდინარეობისას მე ნიკა მელიას გვერდით ვიდექი... ის წინ მიუძღვოდა ხალხის ჯგუფს პოლიციის კორდონისაკენ და თან ხელით ანიშნებდა უკანა რიგებში მდგარ მომიტინგეებს, მომყევითო.

 

მე ჩემი პროფესიული მოვალეობა შევასრულე - გავაშუქე ანტისახელწიფოებრივი შეთქმულება. სამწუხაროდ, უამრავ ლანძღვას და მუქარას ვიღებ ფეისბუქ-მომხმარებლისგან, სადაც ნაცები მემუქრებიან, ქუჩაში გამოსვლის გეშინოდეს, ცხოვრებას ჯოჯოხეთად გიქცევთო... თუმცა,  ასჯერ მეტი მხარდამჭერის გამოხმაურებასაც ვიღებ, ისინი პირდაპირ მწერენ, რომ თუ საჭირო გახდა, ქუჩაშიც გამოვლენ ჩემს დასაცავად“, - აღნიშნავს ნათია ბერიძემ.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი