logo_geo
ზურაბ ცინცქილაძე: მარცხი გამოცდილებას გაძლევს
- +

7 ივლისი. 2019. 00:35

 

„არასწორი გადაწყვეტილება მიმიღია ჩემი კეთილშობილების გამო“, - ამის შესახებ მსახიობი ზურაბ ცინცქილაძე ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს.

 

„მარცხი გამოცდილებას გაძლევს.  მე რომ თვალი გადავავლო ჩემს ცხოვრებას, არასწორი გადაწყვეტილება მიმიღია ჩემი კეთილშობილების გამო. ბინა დავკარგე სხვის გამო. მეგობარმა მითხრა: მჭირდება, რაღაც დამემართა და ბინა ჩავუდე ბანკში. მეგობრები მეუბნებიან, ეს როგორ მოგივიდაო? მე მათ ვპასუხობ: მე მეკითხებით, მე როგორ მომივიდა სიკეთის გაკეთება? წადით, ესა და ეს კაცია და მას ჰკითხეთ, მას როგორ მოუვიდა-მეთქი. ხანდახან სიკეთეს აკეთებ ადამიანი და ვიღაც გეუბნება: რას გადაყევი, არ იცი, რომ არ დაგიფასებსო? ასეთი ხშირად მომსვლია, მაგრამ მე ჩემსას არ ვიშლი“, - აღნიშნავს ზურაბ ცინცქილაძე.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი