logo_geo
მირზა სუბელიანი მონასტერში მიდის
- +

10 ივლისი. 2019. 02:12

 

 

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით მსჯავრდებული პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი მონასტერში მიდის. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსი“ ადვოკატზე დაყრდნობით წერს.

 

თუმცა, ეკა ხუციშვილმა არ იცის, თუ როდის და რამდენი ხნით მიდის სუბელიანი მონასტერში.

 

მირზა სუბელიანმა გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულება 8 ივლისს დატოვა.

 

სუბელიანი 2018 წლის 9 ივნისს დააკავეს. მას საგამოძიებო უწყებამ ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წაუყენა, თუმცა, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მუხლის კვალიფიკაცია შეიცვალა. მირზა სუბელიანი სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დაფარვისთვის დამნაშავედ სცნო და 1 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

 

 

big_banner
არქივი