logo_geo
„რუსთავი 2“-მა, „ნაციონალებმა“ და ელისო კილაძემ ააგორეს კამპანია, რომ ხელისუფლება აპირებს ილია მეორის მოწამვლას!“
- +

16 თებერვალი. 2017. 03:26



„რუსთავი 2"-მა, „ნაციონალურმა მოძრაობამ" და ელისო კილაძის მსგავსმა სატელიტებმაა ააგორეს კამპანია, რომ ხელისუფლება აპირებს ილია მეორის მოწამვლას", - ამის შესახებ „უფლებადმცველთა გაერთიანების" თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ ტელეკომპანია „ობიექტივის" ეთერში ისაუბრა. როგორც მჟვანაძე აცხადებს, „ნაციონალურმა მოძრაობამ", „რუსთავი 2"-მა და „ქრონიკა +"-ის რედაქტორმა ელისო კილაძემ ახალი კამპანია დაიწყეს, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს დისკრედიტაციისკენაა მიმართული.


„როდესაც ეს გეგმა ჩაუვარდათ, ახლა უკვე დაიწყეს ისეთი კამპანია, რომელიც მიზნად ემსახურება პატრიარქისთვის ძირის გამოთხრას. როგორ გგონიათ ბრძენ პატრიარქს გარშემო ასეთი ვიგინდარა ადამიანები ჰყავს? ეს ასე არ არის.  გუშინ „რუსთავი 2"-ს ვუყურებდი და ასეთი განცდა მქონდა ანაფორაში გამოწყობილი გიგა ბოკერია და დედაოს ფორმაშ გამოწყობილი თეა თუთბერიძე იყვნენ ეთერში. ის ქალბატონი გუშინ რომ საუბრობდა, არ არის საპატრიარქოს წარმომადგენელი და მეუფე პეტრესთან დაკავშირებით ყველა კარგად ვიცით რაც ხდება.

 

ამათი გეგმა რა იყო, თუ პატრიარქს ესენი მოწამლავდნენ, ისრების გადამისამართება, რა თქმა უნდა, მოხდებოდა ამ ხელისუფლებაზე. სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყველაფერი იღონეს ხალხი გამოეყვანათ. ეს გეგმა ჩავარდა. ეხლა არის აღვირახსნილი კამპანია, რესპუბლიკელები გამოდიან და საპატრიარქოს დაფინანსება შეუწყვიტეთო. დიდიხანია მზადდებოდა საპატრიარქოს წინააღმდეგ შეტევები. ყველამ კარგად იცოდეს საპატრიარქოს იმიჯს ვერავინ ვერ შეეხება! ფსევდოლიბერალური ინტერნაციონალური დროშა საპატრიარქოს თავზე არ იფრიალებს! ამას ვერც კილაძე ვერ გააკეთებს, ვერც „ნაციონალები" და ვერც გვარამია! „რუთავი 2" რასაც აკეთებს ეკლესიის მიმართ ეს არის წარმოუდგენელი მკრეხელობა!", - განაცხადა მჟავანაძემ. 


 

big_banner
არქივი