logo_geo
„ამ წიგნით სულ სხვანაირი პატრიარქი გავიცანი“ - კათოლიკოს-პატრიარქის ოთხტომეული
- +

16 თებერვალი. 2017. 11:43



უკვე რამდენიმე თვეა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ოთხტომეული გამოდის, გამოცემულია ორი ტომი, მესამე ტომი კი გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ერთად 20 თებერვლიდან გაიყიდება. „ამ წიგნით სულ სხვანაირი პატრიარქი გავიცანი. ბევრ, აქამდე უცნობ ფაქტს გავეცანი", - ასე აფასებენ მკითხველები ოთხტომეულს.


გამოცემის შესახებ ინფორმაციას „კვირის პალიტრა" ავრცელებს.


„ოთხტომეული ასახავს პატრიარქის ცხოვრებისა და მოღვაწეობის გზას, განცდებს, ტკივილს, სიხარულს, რომელიც გადმოცემულია დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით. I და II ტომებში პატრიარქის საოჯახო წერილებთან და მისი ცხოვრების ამსახველ ინფორმაციასთან ერთად, საქართველოს უახლესი ისტორიის შესახებაც ბევრი ინფორმაციაა თავმოყრილი, ეს უახლესი საქართველოს შეულამაზებელი ისტორიაა.

 

მკითხველს საშუალება აქვს, უფრო ახლოს გაეცნოს პატრიაქრის სიყმაწვლის წლებს, სემინარიაში სწავლის პერიოდს და გაიგოს, როგორ ემზადებოდა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის.

 

საპატრიარქოს არქივში დაცული მასალების მიხედვით მომზადებულ ოთხტომეულში არაერთი ისეთი წერილი და დოკუმენტი მოხვდა, რომლებიც აქამდე არსად გამოქვეყნებულა. მათ შორის არის სასულიერო პირებთან თუ სხვადასხვა სახელმწიფო ლიდერებისთვის გაგზავნილი წერილები ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე, რუსეთის აგრესიაზე, ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი არ ყოფილა და აქამდე უცნობი იყო 1986 წელს დაწყებული მიმოწერა იერუსალიმის ჯვრის მონასტრის საქართველოსთვის დაბრუნებასთან დაკავშირებით. ამ საკითხზე იერუსალიმის პოლიტიკურ თუ რელიგიურ ლიდერებსა და პატრიარქს შორის მიმოწერა 4-5 წელი გრძელდებოდა.

 

„პალიტრა L"-ში გამოცემული ილია II-ის ოთხტომეულის III ტომი გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ერთად 20 თებერვლიდან გაიყიდება. წიგნში ასახულია 1996 წლიდან 2004 წლამდე პერიოდი", - ნათქვამია სტატიაში. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი