logo_geo
ჯაბა ხუბუა: ნიკა გვარამიამ კარგად უწყის, რომ თითზე ჩამოსათვლელი დღეებიღა დარჩა იქამდე, როცა „რუსთავი 2“-ის ნაცურ ოკუპაციას წერტილი დაესმება
- +

12 ივლისი. 2019. 12:04

 

„ნაციონალურ მოძრაობაზე“ გამარჯვებული ხალხის ნება აღსრულდება, როცა „რუსთავი 2“ „ნაცების“ ოკუპაციისგან გათავისუფლდება, ნამდვილ მფლობელს დაუბრუნდება და ვინძლო, მართლაც იქცეს გამარჯვებული ხალხის, ნამდვილად გამარჯვებული ხალხის ტელევიზიად!“ - ამის შესახებ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სტატიაში წერს.

 

„მოგეხსენებათ, სულ რაღაც 10 დღეში, 2019 წლის 18 ივლისს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს და ყველანაირი სამართლებრივი ლოგიკით, ყოველგვარი ბუნებითი თუ კონვენციური სამართლის ნორმებით, რაც კი კაცობრიობის ისტორიაში დაუწერელი და დაწერილი სახით არსებობს, სააკაშვილის რეჟიმის მიერ მიტაცებულ ტელევიზიას მის კანონიერ მფლობელს ქიბარ ხალვაშს დაუბრუნებს.

 

ბუნებრივია, სააკაშვილმა და მისმა პარტიამ ყველაზე უკეთ იციან, როგორ და რა მანქანებით მიიტაცეს „რუსთავი 2“ და, შესაბამისად, იციან ისიც, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სტრასბურგის სასამართლო.

 

სააკაშვილის რეჟიმის მიერ ბორდელად გადაქცეული ტელევიზიის დირექტორმა, პროფესიით სამართალმცოდნე ნიკა გვარამიამაც კარგად უწყის, რომ თითზე ჩამოსათვლელი დღეებიღა დარჩა იქამდე, როცა „რუსთავი 2“-ის ნაცურ ოკუპაციას წერტილი დაესმება.

 

რა უნდა ქნას გვარამიამ და ერა უნდა ქნან „ნაცებმა“ მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლო მათ „რუსთავი 2“-ს ჩამოართმევს? ბუნებრივია, ვერ იტყვიან, რომ ევროპული სასამართლო მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოა. ვერც იმას მიაწვებიან, რომ სტრასბურგის სასამართლო ბიძინა ივანიშვილის გავლენის ქვეშ იმყოფება ან გიორგი გახარიას გავლენები და შესაძლებლობები ევროპულ სამართალწარმოებაზეც ვრცელდება.

 

მაშ, რაღა დარჩა? რა თქმა უნდა, რუსეთი!

 

თუ პუტინსა და რუსეთის სპეცსამსახურებს იმაში ადანაშაულებენ, რომ 2016 წელს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებშიც ჩაერივნენ, რაც მთავარია, არჩევნების შედეგზე გავლენა მოახდინეს და ტრამპს გაპრეზიდენტებაში დაეხმარნენ ბუნებრივია, სააკაშვილის ტელებორდელს არც იმის მოერიდება, რომ საზოგადოებას უთხრას - სტრასბურგის სასამართლომ ჩვენ წინააღმდეგ გადაწყვეტილება კრემლის ზეწოლით მიიღო, პუტინმა ევროპელი მოსამართლეების ნახევარი დააშინა და ნახევარი მოქრთამაო.

 

აი, ასე ეცდებიან, შექმნან მითი, თუ როგორ დახურა რუსეთმა საქართველოში „ყველაზე ანტირუსული“ და „ყველაზე პროდასავლური“ ტელევიზია.

 

დიახ, სწორედ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ გამარჯვებული ხალხის ნება აღსრულდება, როცა „რუსთავი 2“ „ნაცების“ ოკუპაციისგან გათავისუფლდება, ნამდვილ მფლობელს დაუბრუნდება და ვინძლო, მართლაც იქცეს გამარჯვებული ხალხის, ნამდვილად გამარჯვებული ხალხის ტელევიზიად!“ - წერს ხუბუა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი