logo_geo
ვახტანგ მაისაია: „ნაციონალებმა“ შეცდომა დაუშვეს...
- +

12 ივლისი. 2019. 12:05

 

„როგორც პროფესიონალი, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ 20-21 ივნისს ადგილი ჰქონდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას და ამის მტკიცებულებები ზედაპირზე დევს“, - ამის შესახებ ექსპერტმა სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაიამა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

„სატელევიზიო კადრებში კარგად ჩანს, წინასწარ მომზადებული და სპეციალურად გაწვრთნილი ადამიანები როგორ ახორციელებენ თავდასხმას სპეციალური დანიშნულების რაზმის მებრძოლებზე, როგორ შეძლეს მათი განიარაღება და სპეცაღჭურვილობის ხელში ჩაგდება.

 

ეს ადამიანები, რომლების სპეცრაზმს უპირისპირდებოდნენ და პარლამენტის შენობის აღებას ცდილობდნენ, უბრალო მომიტინგეები არ იყვნენ. გამორიცხულია, უბრალო მომიტინგე ისე აგრესიულად და, რაც მთავარია, ისე პროფესიონალურად დაუპირსპირდეს სპეცრაზმის მებრძოლებს, როგორც ეს ტელეკადრებში ვნახეთ. ჩემი ვარაუდით, ესენი იყვნენ მოიერიშე ჯგუფები, რომლებიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წინა ხაზზე გამოუშვა.

 

„ნაციონალებმა“ შეცდომა დაუშვეს, ეგონათ, ხელისუფლება ჩამოშლილი იყო და ისე ადვილად მოახერხებდნენ სახელმწიფო გადატრიალებას, როგორც ეს 2003 წელს გააკეთეს და ამიტომაც იჩქარეს - სპეციალურად მომზადებული ჯგუფები დროზე ადრე გამოიყვანეს „ასპარეზზე“, - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი