logo_geo
ვახტანგ მაისაია: ვინ გამორიცხავს, რომ შენობაში შეჭრის შემდეგ მოიერიშე ჯგუფები მამუკა ბახტაძისა და გიორგი გახარიას ლიკვიდაციას არ მოახდენდნენ?!
- +

12 ივლისი. 2019. 16:12

 

„რაც 2019 წლის 20-21 ივნისს თბილისში მოხდა, ძალიან ჰგავდა 2016 წელს მონტენეგროში განვითარებულ მოვლენებს, როცა სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული მოქალაქე დააკავეს, რომლებიც პარლამენტის შენობის შტურმით აღებასა და მონტენეგროს პრემიერ-მინისტრის მილო ჯუკანოვიჩის მკვლელობას გეგმავდნენ“, - ამის შესახებ ექსპერტმა სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაიამ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

„არ დაგავიწყდეთ, რომ 20 ივნისის ღამეს, როცა რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა მომიტინგეებმა პარლამენტში შეჭრა სცადეს, შენობაში პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია იმყოფებოდნენ. ვინ გამორიცხავს, რომ შენობაში შეჭრის შემდეგ მოიერიშე ჯგუფები საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ლიკვიდაციას არ მოახდენდნენ?! იქნება, როგორც მონტენეგროში, აქაც სწორედ ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირთა მკვლელობა იყო იმ ჯგუფების მიზანი, რომლებიც პარლამენტის შტურმით აღებას ცდილობდნენ?!

 

მონტენეგროში პარლამენტის შტურმით აღებისა და პრემიერ-მინისტრის მკვლელობის გეგმის უკან რუსული სპეცსამსახურები რომ იდგნენ, ეს სამართალდამცავმა უწყებებმა ოფიციალურად დაადასტურეს. რუსეთს სურდა, შეეჩერებინა მონტენეგროს NATO-ში გაწევრიანება და იმავდროულად ხელში ჩაეგდო პოდგორიცას ალუმინის წარმოება, რომელსაც მსოფლიო ბაზარზე სერიოზული ნიში ეკავა. ანალოგიური ამოცანა აქვს რუსეთს საქართველოშიც - ხელი შეუშალოს NATO-ში ჩვენს ინტეგრაციას და მოიპოვოს კონტროლი სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებზე, როგორების არის ფოთისა და ანაკლიის პორტები.

 

ერთი სიტყვით, გავრილოვის ამბავი იყო რუსეთის მიერ დადგმული პროვოკაცია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელით განხორციელდა და მიზნად ისახავდა ქვეყნის სერიოზულ დესტაბილიზაციას, რასაც ნაწილობრივ მიაღწიეს კიდეც - პუტინმა ტურისტული ემბარგო დაგვიწესა, კარასინი კი პირდაპირ ომით გვემუქრება“, - განაცხადა მაისაიამ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი