logo_geo
გიორგი კეკელიძე: აუცილებელია, შვილებს ვასწავლოთ ცუდი და კარგი გამოცდილებების გააზრება
- +

14 ივლისი. 2019. 11:37

 

Moms.ge-ს ტრადიციული რუბრიკის, ბლიცინტერვიუს სტუმარი ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძეა.

 

  1. ცხოვრება არის... საინტერესო გაუგებრობა.

 

  1. ხვალინდელი დღე... სიკვდილის პოტენციური თარიღი;

 

  1. სამშობლო... ადგილი, სადაც საკუთარ თავს შევხვდი პირველად, როგორც ადამიანს;

 

  1. დამოკიდებული ვარ... შიშებზე;

 

  1. ვკარგავ... მოსვენებას;

 

  1. მენატრება... სიმშვიდე;

 

  1. თუ ვიქნებოდი პატიმარი... მეტი დრო მექნებოდა ფიქრისთვის;

 

  1. მეგობარია, ის ვინც... გიძლებს;

 

  1. ბავშვობაში მინდოდა... საღეჭი რეზინა, კოსმონავტობა;

 

  1. ერთი დღით ვიქნებოდი... მილიარდელი;

 

  1. ლიტერატურა ჩემთვის... გამოცდილების გააზრება...ემოციურის და გონისმიერის;

 

  1. მოდა... კომფორტი;

 

  1. ვკითხულობ... სპორტის ამბებს;

 

  1. პერსონაჟი, რომელსაც საკუთარ თავს ვამსგავსებ... ჰეკლბერი ფინი;

 

  1. ამქვეყნად მოვდივართ იმისათვის, რომ... არ ვიცი. ვიცი, რომ მოსვლის მერე გვემყარება მოქმედების გარდაუვლობა - „მაგრამ რადგანაც კაცნი გვქვიან, შვილნი სოფლისა“;

 

  1. აუცილებელია, შვილებს ვასწავლოთ... ცუდი და კარგი გამოცდილებების გააზრება;

 

  1. ჰობი... ფეხბურთი;

 

  1. სიყვარული... მთავარი გამოწვევა;

 

  1. მარცხი...წარმატება... ბანალური ყოველდღიურობა;

 

  1. როცა ცუდ განწყობაზე ვარ... ვცურავ;

 

  1. ღმერთის ჩემეული აღქმა... ღმერთი - მარადიული ძებნის წერტილი;

 

  1. ქალს ალამაზებს... ძალა;

 

  1. ბედისწერა... თავის მოტყუება;

 

  1. ოდესღაც აღმოაჩენთ... სიკვდილს.

 

 

 

ლანა ბიბილურიძე

 

 

 

 

წყარო: Moms.ge

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი