გიორგი კეკელიძე: აუცილებელია, შვილებს ვასწავლოთ ცუდი და კარგი გამოცდილებების გააზრება
-
+
14 ივლისი. 2019. 11:37
Moms.ge-ს ტრადიციული რუბრიკის, ბლიცინტერვიუს სტუმარი ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძეა.
- ცხოვრება არის... საინტერესო გაუგებრობა.
- ხვალინდელი დღე... სიკვდილის პოტენციური თარიღი;
- სამშობლო... ადგილი, სადაც საკუთარ თავს შევხვდი პირველად, როგორც ადამიანს;
- დამოკიდებული ვარ... შიშებზე;
- ვკარგავ... მოსვენებას;
- მენატრება... სიმშვიდე;
- თუ ვიქნებოდი პატიმარი... მეტი დრო მექნებოდა ფიქრისთვის;
- მეგობარია, ის ვინც... გიძლებს;
- ბავშვობაში მინდოდა... საღეჭი რეზინა, კოსმონავტობა;
- ერთი დღით ვიქნებოდი... მილიარდელი;
- ლიტერატურა ჩემთვის... გამოცდილების გააზრება...ემოციურის და გონისმიერის;
- მოდა... კომფორტი;
- ვკითხულობ... სპორტის ამბებს;
- პერსონაჟი, რომელსაც საკუთარ თავს ვამსგავსებ... ჰეკლბერი ფინი;
- ამქვეყნად მოვდივართ იმისათვის, რომ... არ ვიცი. ვიცი, რომ მოსვლის მერე გვემყარება მოქმედების გარდაუვლობა - „მაგრამ რადგანაც კაცნი გვქვიან, შვილნი სოფლისა“;
- აუცილებელია, შვილებს ვასწავლოთ... ცუდი და კარგი გამოცდილებების გააზრება;
- ჰობი... ფეხბურთი;
- სიყვარული... მთავარი გამოწვევა;
- მარცხი...წარმატება... ბანალური ყოველდღიურობა;
- როცა ცუდ განწყობაზე ვარ... ვცურავ;
- ღმერთის ჩემეული აღქმა... ღმერთი - მარადიული ძებნის წერტილი;
- ქალს ალამაზებს... ძალა;
- ბედისწერა... თავის მოტყუება;
- ოდესღაც აღმოაჩენთ... სიკვდილს.
ლანა ბიბილურიძე
წყარო: Moms.ge