logo_geo
მაია ნიკოლეიშვილი: გვამში ამ ნივთიერების აღმოჩენა რთულია
- +

16 თებერვალი. 2017. 16:51




„ციანიდით მოწამვლა სწრაფ სიკვდილს იწვევს, ამოსაცნობად კი, რაიმე განსაკუთრებული ნიშანი არ აქვს", - ამის შესახებ კრიმინალური ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი „ვერსიას" ესაუბრა.


„ციანიდით მოწამვლა სამედიცინო ლიტერატურაში სინილის მჟავისა და მისი წარმონაქმნებით მოწამვლას ნიშნავს. მისი ერთ-ერთი წარმონაქმნი არის კალიუმის ციანიდი, რაც შეიძლება კრისტალური ან აირის ფორმით იყოს. ძალიან ტოქსიკური შხამია. აქვს მყისიერი და მწვავე მოქმედება. თითქმის ასეთივე მოქმედება აქვს ნატრიუმის ციანიდს. არსებობს ქრონიკული მოწამვლებიც - სინილის მჟავას ჭერმის, ატმის, ქლიავის, ალუბლის კურკებიც შეიცავს და მათი დიდი ოდენობით მიღება, შესაძლოა მომწამლავი იყოს.

 

ციანიდის დიდი დოზით მიღების შემდეგ ვითარდება ასფიქსია ქსოვილოვან დონეზე, ანუ ქსოვილებს ჟანგბადი არ  მიეწოდება და კლინიკა ძალიან ჰგავს გულის მწვავე უკმარისობას, ამიტომ კლინიკურად რთული გამოსაცნობია გულის შეტევაა, ქსოვილიანი უკმარისობა, კორონალური უკმარისობა, დამბლა თუ ციანიდით მოწამვლა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სწრაფ სიკვდილს იწვევს, ამოსაცნობად კი, რაიმე განსაკუთრებული ნიშანი არ აქვს. ქიმიურ კვლევამდე რომ მიხვიდე, ქიმიკოსს მიმართულება უნდა მისცე, თორემ ძალიან ბევრი ნივთიერება არსებობს და როგორც ვიცი, შემოწმება ყველაზე არ ხდება", - განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.


კითხვაზე, „ანუ, ფაქტობრივად, გამორიცხულია აღმოჩენა, რომ ციანიდით მოხდა მოწამვლა", მაია ნიკოლეიშვილი პასუხობს:


„ეს უფრო ქიმიკოსის კომპეტენციაა, მაგრამ პათანატომიურად მთავარია ძალიან სწრაფი გაკვეთა, რომლის დროსაც მსუბუქი მწარე ნუშის სუნი იგრძნობა.

 

მოწამვლა შესაძლებელია შესუნთქვით ან კვებით, გააჩნია, რა სტრუქტურისაა ციანიდი.  ძალიან ძნელი გამოსაცნობია და თუ დიდი გამოცდილება არ აქვს ექსპერტს, სისხლის ფერმა არ დააეჭვა (ამ დროს სისხლი ოდნავ ფერს იცვლის), შესაძლებელია, ციანიდზე ეჭვი არც მიიტანოს".


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი