logo_geo
კახა თარგამაძე: სააკაშვილი არის მოზვერი, ლეში... ეშმაკის მოციქულია ჩვენი ქვეყნის დასანგრევად!
- +

15 ივლისი. 2019. 17:04

 

 

„რუსთავი 2“-მა დაღუპა ისტორიულად საქართველო, ყველა უბედურება, რაც ჩვენს თავს ხდება, ამ ტელეარხიდან იწყება“, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა კახა თარგამაძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში „რუსთავი 2“-ის დახურვის მოთხოვნის შეფასებისას განაცხადა.

 

„გაბუნიას გამოსვლაც წინასწარ დადგმული პროვოკაციული გეგმის ნაწილი იყო. ვინ მისცა ამათ ამდენის უფლება?! თურმე, შეეშინდა პუტინს „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტების და უკან დაიხია - ქართველ ერს არ დავუპირისპირდებიო. გადასარევი ობიექტი აგვირჩევია შესაშინებლად.

 

ვგიჟდები, ამ ყველაფერს რომ ვუყურებ, ნერვები აღარ მყოფნის. სააკაშვილი არის მოზვერი, ლეში, ძროხა, გათახსირებული კაცი, საქართველოს ბედისწერა. სამი 6-იანი აწერია შუბლზე, ეშმაკის მოციქულია ჩვენი ქვეყნის დასანგრევად. ამას პირველად ხომ არ ვამბობ? ასე მშვიდად როგორ იტანთ ამ გარეწრის და მისი მიმდევრების, „ნაციონალების“ გაუთავებელ ბოგინს ქვეყანაში, არ მესმის პირდაპირ!“ - განაცხადა თარგამაძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი