logo_geo
როგორ აპირებს მიხეილ სააკაშვილი 2020 წლამდე ხელისუფლების შეცვლას? - ექს-პრეზიდენტის გეგმა
- +

16 ივლისი. 2019. 14:10

 

„როგორ წარმოგიდგენიათ 2020 წლის არჩევნებამდე ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლა?“ - ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის კითხვის საპასუხოდ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა:

 

„მექანიზმი არის შემდეგი: ჩვენ ვახდენთ მობილიზაციას ადგილობრივი საბჭოების დონეზე და გადმოგვყავს ივანიშვილის პარტიიდან მაქსიმალური რაოდენობის ხალხი. ყველას უნდა გავუხსნათ გზა. ჩვენ ვახდენთ პარლამენტზე შემდგომ ზეწოლას და პარალმენტში ვინც არ უნდა გამოვიდეს, არ უნდა ვაგინოთ და ვლანძღოთ, პირიქით, დერეფანი უდა გავუკეთოთ და გამოვიყვანოთ. ჩვენ აუცილებლად უნდა დავაწვეთ სასამართლოებს, სადაც ახლა „შესტიორკებს“ კიარა, „შესტიორკების შესტიორკებს“ ნიშნავენ. ამაზე უნდა მოხდეს მუდმივი ზეწოლა. ყველა ქვეყანას თავისი გზა აქვს. ჩვენ არ უნდა გამოვრიცხოთ ზეწოლის მექანიზმი, რადგან ყველაფერ ამის გარეშე ჩვენ ქვეყანას უბრალოდ ვკარგავთ. რა თქმა უნდა, არჩევნებშიც უნდა მოხდეს ფართო გაერთიანება“...

 

„მოლდოვაშიც მოხდა ის, რომ  პლახატნიუკის პარტიის ნაწილი გადმოვიდა აქეთ მხარეს. სოციალისტები, რომლებიც ადრე ბოლომდე პლახატნიუკთან იყვნენ შეკრებილები, გადმოვიდნენ აქეთ და დემოკრატიული პარტიიდან ვეღარ მოხდა ხალხის ყიდვა, ისევე როგორც ლიბერალური პარტიიდან. ადრე პლახატნიუკი ხალხს ჩვეულებრივ ყიდულობდა, მან ძირითადი პარტია ორ ნაწილად გაყო: ფულით, მექანიზმებით, ინტრიგებით, სხვადასხვა ხრიკებით“.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი