logo_geo
„გვარამია და სანაცეთი იმ ღამით იმაზე ოცნებობდნენ, რომ ხალხი „რუსთავი 2“-ში შევარდნილიყო და იქაურობა მიელეწ-მიენგრია, რადგან...“
- +

17 ივლისი. 2019. 18:04

 

 

„იმ ღამით, როცა გიორგი გაბუნიას ბილწი ტირადით აღშფოთებული ხალხი „რუსთავი 2“-ის შენობას მიადგა, ნიკა გვარამია ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ცეცხლზე ნავთი დაესხა და აღელვებული ხალხის ტელევიზიაში შევარდნის პროვოცირება მოეხდინა. ამიტომაც იყო, რომ სააკაშვილის ტელებორდელის ქათამმა გენდირექტორმა „რუსთავი 2“-თან შეკრებილ უამრავ ადამიანს „პუტინისტური ბრბო“ უწოდა“, - ამის შესახებ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სტატიაში წერს.

 

„გვარამია და სანაცეთი იმ ღამით იმაზე ოცნებობდნენ, რომ ხალხი „რუსთავი 2“-ში შევარდნილიყო და იქაურობა მიელეწ-მიენგრია, რადგან გვარამიას და სანაცეთს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების წინ ძალიან აწყობდათ „ხელისუფლების დაქირავებული აქტივისტების მიერ დარბეული ტელევიზია“.

 

ამავე მიზანს ემსახურებოდა გვარამიას მხრიდან ქართველი მეღვინეებისა და, ზოგადად, ქართველი კაცისათვის საკრალური ფასეულობის - ღვინოს შეურაცხყოფა, როცა უშნოდ აკაკანებულმა ქათამმა საქვეყნოდ გამოაცხადა - „ჩაგიფ...ით ღვინოშიო!“

 

სულაც არ იქნებოდა გასაკვირი, რომ ამ ყველაფრის შემდეგ შეურაცხყოფილი ქართველომა მართლაც მიჯარვოდა „რუსთავი 2“-ის შენობას და ტელევიზია, საიდანაც ერს ყოველდღიურად წამლავენ და სულში უფურთხებენ, იქვე მოესოდომგომორებინა.

 

გათვლაც სწორედ ამაზე იყო, მაგრამ მადლობა ღმერთს, გვარამიას პროვოკაციული ჩანაფიქრი არც ერთ და არც მეორე შემთხვევაში არ აღსრულდა, რადგან ქართველი საზოგადება გაცილებით გონიერი, ჯანსაღად მოაზროვნე და სახელმწიფოებრივად განწყობილია, ვიდრე გვარამიასა და სანაცეთს ჰგონიათ“, - წერს ხუბუა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი