logo_geo
გოგლა ჟვანია: 20 ივნისს „ნაციონალურ მოძრაობას“ რომ ამ ქვეყნის ამოყირავება უნდოდა, ეჭვი არ მეპარება!
- +

20 ივლისი. 2019. 10:36

 

„ნაცმოძრაობის“ ლიდერები პროვოკატორები, ავანტიურისტები და სისხლიანი ადამიანი არიან, რომლებიც 20 ივნისს პარლამენტში შეჭრას გეგმავდნენ!“ - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ძმამ გოგლა ჟვანიამ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

„ნაციონალური მოძრაობისთვის“ საქართველო არის მხოლოდ ტერიტორია და სხვა არაფერი, სადაც თავიანთი ფინანსური ამბიციები უნდა დაიკმაყოფილონ და პირადი კომფორტი მოიწყონ, თორემ კეთილშობილი გრძნობები მათ ამ ქვეყნის მიმართ არ აქვთ. მათთვის ჩვენ ყველანი ვართ საშუალება, რათა თავის მიზანს მიაღწიონ და ეს ხალხი ყველაფერზე წამსვლელია.

 

ქვეყანა დაინგრევა, ხალხი დაიხოცება, რუსი იქნება, ამერიკელი თუ ვინც გინდა სხვა, მათ აბსოლუტურად არ აინტერესებთ! მთავარია, თვითონ იყვნენ კარგად. ეს არის ამორალური საზოგადოება, რომელსაც არანაირი ღირებულება არ გააჩნია. მტკიცებულებები არ მაქვს, მაგრამ 20 ივნისს „ნაციონალურ მოძრაობას“ რომ ამ ქვეყნის ამოყირავება უნდოდა, ეჭვი არ მეპარება!“ - განაცხადა გოგლა ჟვანიამ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი