logo_geo
კახა თარგამაძე: გიორგი გახარია არ უნდა გადადგეს! ის თავის კონსტიტუციურ ვალდებულებას ასრულებდა
- +

20 ივლისი. 2019. 10:16

 

 

„გიორგი გახარია არ უნდა გადადგეს! არ ვიცნობ და აბსოლუტური გულწრფელობით ვამბობ ამას“, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა კახა თარგამაძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

თარგამაძის შეფასებით, 20 ივნისს პარლამენტთან განვითარებული მოვლენები იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა და შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ თავისი კონსტიტუციური ვალდებულება შეასრულა.

 

„მე რომ 2003 წელს ვყოფილიყავი შინაგან საქმეთა მინისტრი, პირდაპირ, ყოველგვარი მოლაპარაკებების გარეშე ცეცხლს გავუხსნიდი სახელმწიფოს გადამტრიალებლებს და ნაძირალა სააკაშვილს ღორივით დავაგორებდი პარლამენტის შენობიდან. ეს იყო პრეზიდენტზე პირდაპირი თავდასხმა და ამას კანონიერ პასუხს გავცემდი. აბა, ერთი გაბედე და შეიჭერი რომელიმე დემოკრატიული ქვეყნის პარლამენტში, ნახეთ, რას გიზამენ. ამასწინათ, ვიღაცამ თეთრი სახლის ზღურბლზე ფეხი გადადგა და დორჩარივით გააგორეს, ხმაც არავის ამოუღია. გამოყენებულ ძალას ყოველთვის მოსდევს მსხვერპლიც და უსიამოვნებაც. 20 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენები იყო სახელმწიფო გადატრიალების პირდაპირი მცდელობა.

 

პარლამენტი საქულას დუქანი ხომ არ არის, შევისეირნებთ და გამოვალთო. დაშავებული ადამიანების ცოდვა იმათ კისერზეა და არა შინაგან საქმეთა მინისტრის. გიორგი გახარია თავის კონსტიტუციურ ვალდებულებას ასრულებდა“, - განაცხადა თარგამაძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი