logo_geo
მაია ნიკოლეიშვილი: როდესაც აქციას შლიან და გაზს უშვებენ, უნდა გაიქცე... გავოგნდი, წასვლის ნაცვლად უკან ბრუნდებოდნენ...
- +

19 ივლისი. 2019. 16:10

 

 

„იარაღს, რომლითაც 20 ივნისის ღამეს აქციის დაშლა მოხდა, ოპტიკური სამიზნე არ აქვს, თვალში ვერ დაუმიზნებ, გამორიცხულია. როცა აქედან ისვრი, რეზინის დიდი ტყვია საფანტივით იშლება, სად მოხვდება, არავინ იცის. მთავარია დისტანცია, თორემ მიბჯენით გასროლის შემთხვევაში, გაზის იარაღიც კლავს და საფანტისაც“, - ამის შესახებ ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა 20 ივნისის, რუსთაველის გამზირზე აქციის დარბევაზე საუბრისას განაცხადა.

 

„როდესაც აქციას შლიან და გაზს უშვებენ, უნდა გაიქცე. აქციის ორგანიზატორებს ქალები მაინც გაეყვანათ. გავოგნდი, წასვლის ნაცვლად უკან ბრუნდებოდნენ, სიკვდილს ელოდნენ... ოპოზიციას პასუხისმგებლობა არ აუღია.

 

აქციის ორგანიზატორები სულაც არ გრძნობენ უხერხულობას, როცა თვალზე ხელს იფარებენ, ვითომ იმ გოგონას პატივისცემის გამო, ვინც თვალი დაკარგა. თვალზე ხელი აიფარო და ეს ჟესტი გამოიყენო, არასწორია. ზაზა სარალიძემ ამასწინათ თქვა - თურმე, ესენი ჩემს ტკივილს იყენებდნენო. აქციები დღეს უკვე შაპიროს შთაბეჭდილებას ტოვებს. ბულგაკოვის გმირივით, მეც არ მიყვარს ლიბერტარიანული პროლეტარიატი. მიზანმიმართულია ეს ყველაფერი - მიშა მშვილდაძემაც კარგად იცის, რას ღრიალებს და იმ მაქარაშვილმაც. ბოკერიასაც თავისი შლეიფი მოჰყვება - სამადაშვილი და სხვები, ძალიან კარგად იციან, რისთვის იბრძვიან“, - განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი