logo_geo
რეზო ხოფერია: ქართველი უფრო მეტია ჩინეთში, ვიდრე ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული
- +

20 ივლისი. 2019. 15:51

 

„მომავალი ჩინეთშია. ეს არის ქვეყანა, რომელმაც დიდი ხნის განმავლობაში აგროვა ფული“, - ამის შესახებ  პარლამენტის ყოფილი დეპუტატის ხათუნა ხოფერიას შვილი, იურისტი რეზო ხოფერია, რომელიც  ჩინეთში ინგლისურის მასწავლებლად მუშაობს, ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში საუბრობს. 

 

„საქართველოში ჩამოსული 10 000 ჩინელი მათი მოსახლეობის მეათედიც არ გამოდის. პროცენტულად რომ ავიღოთ, ქართველი უფრო მეტია ჩინეთში, ვიდრე ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული. დარწმუნებული ვარ, აქედან საქართველოში გაქცევის სურვილი არავის უჩნდება. შეიძლება მათთვის ბიზნესის კეთებისთვის ხელსაყრელი ადგილია საქართველო, რადგან მანდედან ევროპაშიც შეიძლება რაღაცის გატანა. მაღაზიებში სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოტანილი ღვინო იყიდება, მაგრამ ქართული არასოდეს შემხვედრია. ადგილობრივი ლუდიც უამრავი აქვთ, მაგრამ უცხოურს უფრო ეტანებიან. დარწმუნებული ვარ, ქართული ლუდიც მოიკიდებს ფეხს, პატრონი რომ გვყავდეს და ვიღაც ფიქრობდეს, რომ ჩინეთის ბაზარზე გავიდეთ.

 

რატომღაც მივტირით რუსეთის ბაზარს, როცა აქ რუსეთზე 30-ჯერ უფრო დიდი და ბევრად მომგებიანი ბაზარია. მომავალი ჩინეთშია. ეს არის ქვეყანა, რომელმაც დიდი ხნის განმავლობაში აგროვა ფული და უკანასკნელი 10 წელია ხარჯვა დაიწყო. უზარმაზარ ინვესტიციებს აკეთებს ყველგან. ჩვენ თუ ამ ბაზრის ათვისება არ დავიწყეთ, უნიკალურ შანსს დავკარგავთ. მენტალობით და კულტურით წინ ვართ. ჩინეთიც კულტურული ქვეყანაა, განვითარებულია, მაგრამ თანამედროვეობა აკლია და მათთვის ამის  შეთავაზება შეგვიძლია. ჩვენი ცოდნით და განათლებით შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ ორი ქვეყნის ურთიერთობაში. თუ ამას მოვახერხებთ, დიდი და სერიოზული მომავალი ექნება საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებს. ჩვენი მეზობლებიდან ჩინეთში ყველაზე მეტი სომეხი და უკრაინელია, ასევე -რუსიც. განათლების სეგმენტში ჩვენი მიწოდებული ინტელექტუალური პროდუქტის ხარისხი ბევრად მაღალია, ვიდრე სხვა ერების“, - აღნიშნავს რეზო ხოფერია.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი