logo_geo
გიორგი მანჯავიძე: ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ჟურნალისტები ავად ვართ ჩვენი საქმით...
- +

20 ივლისი. 2019. 21:40

 

„როგორც სამხედრო ჟურნალისტისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო ავღანეთში ყოფნის პერიოდი“, -  ამის შესახებ ჟურნალისტი და „მასტერშეფის“ მონაწილე გიორგი მანჯავიძე ჟურნალ „გზასთან“  ინტერვიუში საუბრობს.

 

 

„უნდა ვთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი  პროფესიაა ჟურნალისტობა, თუმცა, გაკილვის სამიზნეებიც ვხდებით, ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ჟურნალისტები ავად ვართ ჩვენი საქმით. წლების განმავლობაში, გამოცდილების შედეგად, ბუნებით მონადირეებად ვყალიბდებით. ისეთი უნარ-ჩვევები გვიმუშავდება, რაც მანამდე არ გვქონია ხასიათში. როგორც სამხედრო ჟურნალისტისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო ავღანეთში ყოფნის პერიოდი - ეს იყო 2008 წლის აგვისტოს ომამდე. მსოფლიოს ყველაზე ცხელი წერტილი გახლდათ, ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი. ერთი უცნაური ამბავიც მოვისმინე ავღანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლისგან. როდესაც მან გაიგო, რომ საქართველოდან ვიყავი, მკითხა: თუ იცი, ჩვენთან როგორი ლეგენდა არსებობსო? არ გამიგია-მეთქი,-ვუპასუხე, საიდან მეცოდინებოდა? ასეთი რამ  მითხრა: ამბობენ, რომ იქ, სადაც ქვეყნიერების დასასრულია, უდიდესსა და ულამაზეს მთებში სილამაზითა და სიმამაცით გამორჩეული ხალხი ცხოვრობდა, ისინი ქართველები იყვნენო. ვერ წარმოიდგენთ, როგორ გამიხარდა მისი ნათქვამი და რამხელა სიამაყე ვიგრძენი. შენი ქვეყნიდან, ასე შორს ამას რომ გეტყვიან, მართლაც ძალიან ემოციურია. ჩემი პროფესიის წყალობით საფრთხეც არაერთხელ შემქმნია. ერთია, როდესაც სხვა ქვეყნის კონფლიქტს აშუქებ, მეორეა, როდესაც შენს ქვეყანაში აკეთებ ამას, თან იძულებული ხარ, სიმშვიდე შეინარჩუნო, ეს ადვილი ნამდვილად არ არის. სამაგიეროდ, მერე, როცა ყველაფერი გადაივლის, ერთიანად ვგრძნობ  ემოციების მოზღვავებას“, - აღნიშნავს გიორგი მანჯავიძე.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი